სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენ ერთი დგახარ დღეს პანდემიის სადარაჯოზე“ - ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი საკუთარ ლექსს „დარჩი სახლში“ გვიზიარებს
09-04-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი ჩანახატით ეხმაურება. მასწავლებელი მსოფლიოს გზავნილს საკუთარი ლექსით უერთდება და ასე, რითმულად მოუწოდებს საზოგადეობას „დარჩნენ სახლში“. 

etaloni.ge ნინო კახნიაშვილის შთამბეჭდავ ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ:

                                                                               დარჩი სახლში
                                                                                                     
სოკრატეს თქმით "ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია", ვფიქრობ ეს სიტყვები მეტად დასაფიქრებელია დღევანდელ დღეს, როცა მსოფლიო ახალი ,,კოვიდ 19’’-ის გამოწვევის წინაშე დგას და ძლივს ვაი-ვაგლახით უმკლავდება საშინელ პანდემიას.

ეპიდემიის აღმოფხვრაზე ფიქრობენ და მსჯელობენ ექიმები, იურისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, მღვდელმსახურები და ა.შ..

ერი და ბერი გადარჩენისთვის იბრძვის და ასეთ რთულ პერიოდში ჩვენ, პედაგოგები ინოვაციურ მიდგომებს ვეძებთ, რათა მომავალ თაობას საგანგებო სიტუაციებშიც განვითარება და წინ სვლა არ შევუწყვიტოთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ლომის წვლილი სკოლის ხელმძღვანელებზეა, რომლებიც აქტიურად მოგვიწოდებენ და მიმართულებას გვაძლევენ როგორ დავსახოთ ეფექტური გზები მოსწავლეთა დასაინტერესებლად. 

ერთსულოვნად ვუერთდები მსოფლიოს მთავარ გზავნილს და საკუთარი ლექსით მოგიწოდებთ ,,დარჩი სახლში!’’

დარჩი სახლში

დღეს ჩვენს ქვეყანას ისე ჭირდება ერთსულოვნება
და მოწოდება, რომ არ გავრცელდეს კორონა ხალხში,
ამ საგანგებო სიტუაციის მთავარი ტალღა,
გაიზიარე მეგობარო და დარჩი სახლში!
შენ ერთი დგახარ დღეს პანდემიის სადარაჯოზე
და მოვალე ხარ ეპიდემია აღმოფხვრათ ხალხში.
გაიზიარე მეგობარო ქვეყნის გზავნილი,
დაიცავ სხვისი ჯანმრთელობა და დარჩი სახლში!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება