სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მიზეზით გახანგრძლივდა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია და აჭიანურებენ თუ არა აბიტურიენტები განაცხადის შეტანას? - „ნაეკის“ პასუხი
11-04-2020
-
+


განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა. 

რა გახდა რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი, რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული, იკავებენ თუ არა თავს  აბიტურიენტები განაცხადის შეტანისგან, იგეგმება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება? - აღნიშნულ კითხვებს etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.

„რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების ერთადერთი მიზეზი შექმნილი ვითარება და აქედან გამომდინარე, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა“, - აღნიშნავენ ცენტრში.

რას შეეხება დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობას, საგამოცდო ცენტრის ცნობით, იმის გამო რომ რეგისტრანტთა რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ამ ეტაპზე არ აცხადებს. რაც შეეხება გამოცდების ჩატარების თარიღის ცვლილებას, ინფორმაცია საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება, ამიტომ დარეგისტრირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იცვლება. შესაბამისად. სტატისტიკასაც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას“, - გვპასუხობენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება