სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
31-03-2020
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის განცხადებას ავრცელებს და იმ ონლაინ რესურსების გამოყენებას ურჩევს, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. 

ამასთან, უწყება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ვებინარს ჩაატარებს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, იმის გათვალისწინებით რომ საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს უფრო დიდი დროის გატარება უწევთ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და იზრდება ელექტრონული სერვისების გამოყენება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს ონლაინ სივრცეში და როგორ გავუმკლავდეთ მას.

"განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გირჩევთ გამოიყენეთ მხოლოდ ის ონლაინ რესურსები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა უსაფრთხოებისათვის.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენთან დაკავშირებული პირების პერსონალური მონაცემების დაცვა.

აქვე გაცნობებთ, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოგიდგენთ ვებინარებს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, სადაც გაეცნობით უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და შეძლებთ კითხვა- პასუხის რეჟიმში გქონდეთ ჩვენს უსაფრთხოების მენეჯერთან კომუნიკაცია.

ამასთან, ვებინარზე  განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ფიშინგი; უსაფრთხო ბრაუზინგი; სოციალური ინჟინერია;      განათლების ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც იცავს მათ ონლაინ სერვისებს" - ნათქვამია განცხადებაში. 

ვებინარებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება