სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრომ 9 კონკურსზე განაცხადის მიღების ვადა გაახანგრძლივა
29-03-2020
-
+


„კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა და დასრულების თარიღად 2020 წლის 30 აპრილის 18 საათი განისაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. 

იმ პირებს, რომლებსაც უკვე შეტანილი აქვთ საკონკურსო განაცხადები, შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ პროექტი დაზუსტებული განაცხადის ფორმით, ახალი ვადების გათვალისწინებით.

30 აპრილის ჩათვლით მსურველებს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადებისა და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად, მისამართზე: culturesupport@mes.gov.ge;

იხილეთ კონკურსების ჩამონათვალი:

  • „ახალი ქართული წიგნი“ - საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა;
  • პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
  • სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
  • „ხელოვნება განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
  • ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • „უსაზღვრო შესაძლებლობები"-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
  • მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა;
  • „ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე"-დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება