სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ izrune.ge ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე“ - აბდულა აბდულაევი მარნეულიდან
27-03-2020
-
+


 
როდესაც ინტერვიუსთვის დავურეკე, მითხრა - ახლა მათემატიკის გაკვეთილი მაქვს და მოგვიანებით შევხმიანდეთო. აბდულა აბდულაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა, რომელიც მიუხედავად იმისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ხოლო ბოლნისი-მარნეული საკარანტინე ზონადაა გამოცხადებული, არც სკოლას ივიწყებს, დავალებებსაც გულმოდგინედ სწავლობს და #დარჩისსახლში ფარგლებში izrune.ge-ს უფრო მეტად ემეგობრება. სხვათა შორის, აბდულა ქართულად გამართულად მეტყველებს და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენა ყველამ უნდა იცოდეს, რადგან „ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ“.

- აბდულა, რა მდგომარეობაა მარნეულში და კონკრეტულად, საიმერლოში?

- ბავშვები ცოტას ვნერვიულობთ, მეგობრები ერთმანეთს ვეღარ ვნახულობთ; სწავლა  კარგა ხანია შეწყვეტილია, ონლაინ-გაკვეთილები გვიტარდება, ხოლო შაბათ-კვირას ვისვენებთ. განვიცდით იმის გამო, რაც ხდება - თბილისში ვეღარ მოვდივართ, გზები ჩაკეტილია, სახლიდან ვერ გავდივართ და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება სწავლა, როდის ვნახავთ მეგობრები ერთმანეთს.

- ეს ყველაფერი ხელს ხომ არ გიშლის, izrune.ge-ს ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა?

- არა, რას ამბობთ, პირიქით... izrune.ge ძალიან მომწონს; თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ ვიცი, ვცდილობ, მოვიძიო ინფორმაცია, უფრო მეტი შევიტყო ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ახლა, როდესაც მეც და ჩემი მეგობრებიც ასე მოწყენილები ვართ და გარეთ გასვლის საშუალება არ გვაქვს, izrune.ge უფრო აქტუალური გახდა და უფრო მეტად ველი ყოველ ხუთშაბათს.

- განსაკუთრებით როგორი კითხვები მოგწონს?

- ყველა კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, შემეცნებითი... განსაკუთრებით მომეწონა, ბოლო დროს ისეთი კითხვები რომ დაემატა, როლებიც პირადი ჰიგიენის დაცვას ეხება. ასეთ დროს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ izrune.ge ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. ეს კითხვებიც ხომ იმიტომ დაემატა, ჩვენ მეტი ინფორმაცია გვქონდეს და უფრო დაცულები ვიყოთ. მე თუ მკითხავთ, ასეთ ვითარებაში Izrune.ge-ს ტესტირება ყოველდღე უნდა იყოს.

- შემაჯამებელი ტესტირებისა და წიგნიერების დღისთვის როგორ ემზადები ხოლმე?

-  ძალიან საპასუხისმგებლოა შემაჯამებელი ტესტირებაც, წიგნიერების დღეც... მუდმივად ვკითხულობ დამატებით ლიტერატურას, ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მქონდეს და შედეგად, სულ მაღალ ქულებს ვიღებ. Izrune.ge-ს დიპლომებიც მაქვს...

- კლასგარეშე ლიტერატურა ახსენე, ყველაზე მეტად რომელი ქართველი მწერალი მოგწონს?

- ძალიან მიყვარს აკაკი წერეთელი, მისი მხატვრული ენა ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს.

- აბდულა, ქართული ასე კარგად ვინ გასწავლა?

- ეს ჩემი მშობლებისა და ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა. ვფიქრობ, სახელმწიფო ენა ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება