სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 ''მიზეზი'', თუ რატომ უნდა ჩართოთ კვერცხი ყოველდღიურ რაციონში
21-07-2017
-
+


ქათმის კვერცხი ყველა ადამიანისთვის აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს. მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც დიაბეტი და ალერგია აქვს, ამ პროდუქტის მიღება უნდა შეამცირონ. 

იმ შემთხვევაში თუ სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე, მაშინ დასაშვებია მხოლოდ კვერცხის 1 გული და 2-3 ცილის მიღება. დანარჩენებისთვის კვერცხი - შეუფასებელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, კვირაში რეკომენდებულია 10 ცალი კვერცხის ჭამა. ამ რაოდენობაში შედის ყველა ის პროდუქტი, რომელიც კვერცხს შეიცავს (მაიონეზი, ნამცხვარი, მუსი, ბისკვიტი და სხვა).

9 ''მიზეზი'', თუ რატომ უნდა ჩართოთ ეს პროდუქტი ყოველდღიურ რაციონში...

1. ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები ამცირებს დაავადების განვითარების რისკს.



2. ანელებს დაბერების პროცესს. კვერცხის გული შეიცავს კაროტინოიდებს (ანტიოქსიდანტებს), რომლებიც ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებას უწყობს ხელს.



3. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
კვერცხის გლიკემიური ინდექსი ნულის ტოლია, კვერცხი შიმშილის გრძნობას აქვეითებს და წონის დაკლებაში გეხმარებათ. გლიკემიური ინდექსი ასახავს, რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად -ენერგიის მთავარ წყაროდ.რაც უფრო სწრაფად იშლება პროდუქტი, მით მაღალია მისი გლიკემიური ინდექსი.საკვების ნელი გადამუშავება და სისხლში გლუკოზის დონის ზომიერი რყევა, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსის შემცველი პროდუქტები იწვევენ, ყველა იმ ადამიანს უმარტივებს ცხოვრებას, ვინც ჯანმრთელობაზე  ზრუნავს. გლიკემიური ინდექსის კონტროლით შესაძლებელია დღის განმავლობაში ინსულინის გამოყოფის შემცირება. კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ჰორმონი ინსულინის მინიმალური გამოყოფა კი ცხიმების დაშლის პროცესის აქტივიზაციას და წონის ნორმალიზაციას უწყობს ხელს. 


4.სასარგებლოა კანისა და თმისთვის. ბიოტინი, ვიტამინი B12 და პროტეინები - ჯანმრთელი თმისა და გლუვი კანის წინაპირობაა.



5. ამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს. კვერცხის შემცველობაში შედის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა-3, რაც გულ-სისხლძარღვთადაავადებების განვითარებისრისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ომეგა-3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს გულის ჯანსაღი კვებისათვის: ის ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანსის შენარჩუნებას.



6. ზრუნავს მხედველობაზე. A ვიტამინი, ლუთეინი და ზეაქსანტინი, რომლებიც კვერცხის შემადგენლობაში შედის, მკაფიო და ხარისხიანი მხედველობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ლუთეინი მონაწილეობს სინათლის აგრესიული მოქმედების ნეიტრალიზაციაში, ასრულებს დამცველობით ფუნქციას. ლუთეინი და ზეაქსანტინი აფერხებენ ოქსიდაციური სტრესის შედეგად გამოყოფილი თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებას, რომლებიც აზიანებენ ქსოვილს.


7. ამცირებს ნაყოფის დეფექტებით დაბადების რისკს. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს იცავს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისგან. ფოლიუმის მჟავა პასუხს აგებს დნმ-ს სინთეზზე, უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე, ერითროციტების წარმოებაზე და სხვა.



8. აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას.
D ვიტამინი და კალციუმი უმნიშვნელოვანესია ძვლების სიმტკიცისა და კბილების სიჯანსაღისთვის. 
 


9. კვებავს ტვინს. კვერცხის შემადგენლობაში შედის ქოლინი – B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს. 
 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება