სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მეცნიერებმა კარანტინის ეფექტურობა შეაფასეს და 5 მეთოდი განიხილეს - რომელიმე სცენარი პანდემიას სრულად აჩერებს?
11-04-2020
-
+


არც ერთი სცენარით COVID-19-ის პანდემიის სრულად შეჩერება ვერ მოხერხდება. კარანტინის სხვადასხვა სახეობებს შეუძლიათ მხოლოდ მისი გავრცელება გადაავადონ ან დროში გაწელონ.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერ - ეპიდემიოლოგებმა კარანტინის რამდენიმე ვერსიის მოდელირება გააკეთეს და მოყვნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. კვლევა ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა განიხილეს კარანტინის ხუთი მეთოდი:

  • ცალკეული დასნეულებულების საშინაო იზოლაცია - როდესაც დაავადების სიმპტომების მქონე პირები (ხველა ან ცხელება) სიმპტომების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში სახლში რჩებიან;
  • საშინაო კარანტინი - როდესაც იმ ოჯახის ყველა წევრი, რომელშიც დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, სიმპტომების გაჩენიდან 14 დღის მანძილზე სახლში რჩება.
  • სოციალური დისტანცია - ყველა ადამიანთან კონტაქტის შემცირება, სახლის, სკოლის ან სამუშაო ადგილის მიღმა;
  • სოციალური დისტანცია 70 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის - როდესაც სოციალური კონტაქტების შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ ხანდაზმულებზე, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან.
  • სკოლების და უნივერსიტეტების დახურვა.
ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ამ მეთოდების სხვადასხვა კომბინაციებს მხოლოდ ორ სცენარამდე მივყავართ.

პირველი სცენარით ღონისძიებებს შეუძლია ინფექციის გავრცელების შენელება, მაგრამ მისი გავრცელების სრულად შეჩერება არა. ამ შემთხვევაში ეპიდემია პიკს სამი-ოთხი თვის მანძილზე მიაღწევს. ამ სცენარისთვის საკმარისია ამ ორი მეთოდის კომბინაცია - ინფიცირებულების და მათი ოჯახის წევრების საშინაო იზოლაცია და ასევე მხცოვანი ადამიანების სოციალური დისტანცია.

მეორე სცენარში დაავადების გავრცელება თითქმის სრულად წყდება, მაგრამ კარანტინის მკაცრი ზომების მოხსნიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კორონავირუსი შესაძლოა დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში COVID-19-ის მეორე აფეთქება შესაძლოა მოხდეს შემდეგ ზამთარს. მეორე სცენარში საჭიროა ყველა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიების გატარება, მათ შორის მთელი მოსახლეობის იზოლაცია.

იხილეთ ასევე - რატომ გვიხსნის კორონავირუსისგან საპონი და არა ნიღაბი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება