სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ“ - რატომ არის საყურადღებო 20 მარტი და ზოდიაქოს რომელ ორ ნიშანს ელის დღეიდან პრობლემები?
20-03-2020
-
+


ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ, ცვლილებების დროა სამყაროში - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს მიმოიხილავს.

მისივე თქმით, ეს კვირა იქნება ამ თვის ბოლო, ყველაზე კარგი კვირა. ამიტომ ეს დღეები თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენეთ. მნიშვნელოვანი დღეა პარასკევი - 20 მარტს იწყება ახალი წელი ასტრონომიურად. ეს ნიშნავს დღე-ღამის ტოლობას და მზის შესვლას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეს იქნება ოცნებების დღე - ჩაიფიქრეთ სურვილები. 

რაც შეეხება თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს ასეთია:

ვერძი: თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება და განწყობა უმჯობესდება. თუმცა სარისკო ქმედებებისთვის და გრანდიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის ჯერ მაინც ადრეა. ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ სწორად იმოქმედოთ. მეგობართა თანადგომას იგრძნობთ.

კურო: ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ, პროფესიული წინსვლისთვის კარგი დროა. მაგრამ სხვებს ნუ დაუჯერებთ, ენდეთ საკუთარ აზრებს და უფრო წარმატებული იქნებით. 

ტყუპები: კარგი პერიოდი გაქვთ, როგორც პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ასევე ახალი რომანტიული ურთიერთობების დასაწყებად. შეიძლება იპოვოთ სპონსორი, რომელიც თქვენ იდეას დააფინანსებს. შეიძლება საინტერესო ინფორმაციაც მოიპოვოთ, რაც წინსვლას მოგიტანთ. ყველა ძველ ურთიერთობას, რომელიც აფერხებდა თქვენს განვითარებას, ამ კვირაში დაემშვიდობებით.

კირჩხიბი: ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, ენერგოტონუსი, შარმი, ქარიზმა მაღალი გაქვთ. ამიტომ შეგიძლიათ თქვენი ინიციატივები წინა პლანზე წამოწიოთ. პროფესიული წინსვლის და იდეების რეალიზების შანსები გაქვთ. ყველა მხრივ კარგი პერიოდია, ეს თქვენი დროა.

ლომი: თქვენ წარსული გიბრუნდებათ - შესაძლოა ძველი პრობლემები გადაჭრათ და ძველი დივიდენდებიც მიიღოთ, ეს არის განახლების პერიოდი თქვენს ცხოვრებაში.  ხელსაყრელი ხელშეკრულებების დადების შანსებიც გაქვთ. განწყობის გაუმჯობესებისა და პროფესიული წინსვლის დრო გაქვთ. 

ქალწული: ქარიზმატული ხართ, ცვლილებები გსურთ და გექნებათ კიდეც. ეს ყველაფერი კი თქვენი შრომით, მიზანდასახულობით, შეუპოვრობით მოხდება. ახალი პარტნიორები შემოვლენ და დაგეხმარებიან. 

სასწორი: ძველი პრობლემების მოგვარებას და ძველი სირთულეების გადალახვას შეძლებთ. ურთიერთგაგება გაგიმარტივდებათ ყველა სახის ურთიერთობებში. ამიტომ თქვენ წარმატებული ხდებით, იგრძნობთ რომ ყველაფერი გამოგდით და იაქტიურეთ.

მორიელი: ძალიან იღბლიანი და აქტიური ხართ. წარმატების შანსი ყველა მხრივ მაღალი გაქვთ. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ ან სამსახურში ბონუსი მიიღოთ. აქტიური მოქმედება მოგიტანთ წარმატებებს. 

მშვილდოსანი: ძველი იდეებისა და ოცნებების განხორციელების დრო გაქვთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გაქვთ. 

თხის რქა: მთლიანობაში ეს კვირა კარგია თქვენთვის. ყველაფერი უნდა მოასწროთ. თუმცა 20 მარტიდან შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები.

მერწყული: 20 მარტიდან არაფერი არ დაიწყოთ ახალი, სარისკო მოქმედებები დიდი კატასტროფით და ფინანსური დანაკარგით დასრულდება. 

თევზები: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვირაა, ამიტომ გამოიყენეთ. შემდეგ ვერძის დრო დაიწყება და თქვენი წარმატების შანსი დაიკლებს. ყველა მხრივ კარგი დროა, ერთადერთი მიაქციეთ მომატებულ ემოციურობას. ემოციურ ეიფორიას ნუ აჰყვებით, სხვა მხრივ ძალიან დიდია თქვენი წინსვლის შანსი. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

მოსწავლეებმა მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება