სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს!“ - საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ გამარჯვება ექიმებს მიუძღვნა
13-03-2020
-
+


საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ნანა ძაგნიძემ გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა.

„ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისთვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!“ - დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

გრან პრი 4 ეტაპისგან შედგება და მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. იმ შემთხვევაში თუ გრან პრის ეტაპების მიხედვით პირველ ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჟუ ვენჟუნი დაიკავებს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენჟუნს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა გრან პრის ეტაპების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკესთან მოუწევს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება