სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დაიხურა
14-03-2020
-
+


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დაიხურა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ფეისბუქის ოფციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ძვირფასო ვიზიტორებო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი ყველა მუზეუმი 1 აპრილამდე დახურული იქნება. გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელებში! ვირტუალურად გაგაცნობთ მუზეუმის გამოფენებსა და კოლექციებს", - წერია ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ ხალხმრავალ ადგილებზე შეკრებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, პირველ აპრილამდე დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხოლო საჯარო სამსახურების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. 

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება