სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს ყველა მოქალაქე 2093 ელექტრონული წიგნით უფასოდ ისარგებლებს
13-03-2020
-
+



საქართველოს ყველა მოქალაქე 2 093 ელექტრონული წიგნით უფასოდ ისარგებლებს. მომხმარებელს lit.ge-ს ერთთვიანი პაკეტი 1 თვით გაუაქტიურდება და სასურველი წიგნის არჩევის საშუალება მიეცემა. 

ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-სთან შეთანხმება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით არის მიღწეული, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა.

სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები - მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

  • მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
  • ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს "სამკითხველოს" გვერდზე (https://www.lit.ge/packages/), სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
  • სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: lit.ge/index.php?page=books&send[shop.catalog][order]=8&send[shop.catalog][reset]=1;
  • წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: lit.ge/aplikaciebi/
სოლიდარობის აქციას შეუერთდა არჩილ სულაკაურის გამომცემლობა. ვებგვერდი - sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომელიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება