სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონის'' ფინალში მე-2 ადგილზე გასულ მონაწილეს 6000 ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია ''ბათმშენი 2007-მა''გადასცა - ინტერვიუ დამფუძნებელთან
11-07-2017
-
+


24 ივნისს ბათუმში 11 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტ ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა.

მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.

პირველ ცხრა ადგილზე გასული მონაწილისთვის ფულადი პრიზები კერძო კომპანიების დირექტორებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა დააწესეს.

მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეს 6000 ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია ''ბათმშენი 2007-ის'' დამფუძნებელმა და დირექტორმა გოჩა ირემაძემ გადასცა.

როგორც ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა, სწორედ ამიტომაც დააწესა ფულადი პრიზი:

''ნიჭიერება გადაარჩენს საქართველოს. ''ეტალონი'' შემეცნებითი პროექტია, მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეა არიან ჩართულნი, გადავწყვიტე, ერთ-ერთი მათგანი დამეჯილდოვებინა. ძალიან კარგია, როდესაც ასეთ საზოგადოებრივ საქმეებში ვმონაწილეობ. ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა - ქველმოქმედება. რატომ მაინც და მაინც ''ეტალონი''? იმიტომ, რომ ეს პროექტი ცოდნას, განათლებას, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას ემსახურება.''

თანამედროვე დიზაინითა და სტანდარტებით აშენებული სახლები საუკეთესო ხედებით, სტიქიური მოვლენებისგან დაცული შენობები, ცხოვრება ქალაქის ცენტრში - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია ''ბათმშენი 2007'' მყიდველს სთავაზობს.

გორგილაძის N9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი განსხვავებული დიზანის გამო, 2012 წელს საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად შეფასდა. ტურისტები მას ესპანელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის ცნობილ ნამუშევარს ადარებენ და ''ბათუმი გაუდს'' უწოდებენ.

11 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს გოჩა ირემაძეს ''ბათმშენი 2007-ის'' საქმიანობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

''ბათუმში ორი დასრულებული პროექტი გვაქვს. გორგილაძის N9-ში და ყაზბეგის ქუჩაზე. ახლა ორს ვიწყებთ 14 სართულიანს, ერთს ყაზბეგზე და ერთს ჯავახიშვილზე.  ჩვენთვის მთავარია, რომ პროექტი იყოს მომგებიანი, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არქიტექტურა, კორპუსები კარგ უბანში უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ბიზნესი ყოველთვის მოგებაზეა გათვლილი, თუ მოგება არ იქნება, არც ქველმოქმედება იქნება და არც საქმე გაგრძელდება. ეკონომიკურ რენტაბელურობას ვაქცევთ ყურადღებას.''

პარტნიორები თუ გყავთ?

არა, არც ქართველი და არც უცხოელი პარტიორები არ მყავს. მე თვითონ ვაშენებ, დამოუკიდებლად.

არქიტექტორებს რა კრიტერიუმებით ირჩევთ?

არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია თანაშრომლობს ქართველ არქიტექტორებთან, რომლებიც პროფესიონალიზმითა და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. 2012 წელს ჩვენი სახლი გორგილაძის ქუჩაზე წლის საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად შეფასდა მთელს საქართველოში. სახლის არქიტექტორი ბათუმელი ევგენი ზახაროვია. ყაზბეგის ქუჩაზე აშენებული სახლის არქიტექტორები არიან ალექსი ქინქლაძე და სოსლან ლომაძე, ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე სახლის არქიტექტორი კი ბექა თოიძეა.

რამდენად თანამედროვე და ხარისხიან სახლებს სთავაზობთ მყიდველებს და ასევე რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი სახლები სეისმური მოვლენების დროს?

''ბათმშენი 2007'' ხარისხით ნამდვილად გამოირჩევა. ჩვენი შენობები გათვლილია 7 ბალიან მიწისძვრაზე, (ძველი სტანდარტებით 9 ბალიანზე), რაც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ სახლებს არაერთი ექსპერტიზა აქვს გავლილი. რაც შეეხება თანამედროვეობას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიერ აშენებული სახლი გორგილაძის N9-ში, 2012 წელს საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად შეფასდა. უცხოელები და არამხოლოდ, ამ შენობას გაუდის ცნობილ ნამუშევარს ადარებენ და  ''ბათუმი გაუდ'' ასე მოიხსენებენ.

პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლი გამოისყიდეთ. ამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ.

ზურაბ გორგილაძე ყველა ქართველისგან განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. როგორც იცით, სახლი ირანის მოქალაქემ შეისყიდა. მას დაველაპარაკე, ავუხსენი, რომ სახლის გამოსყიდვა საქველმოქმედო მიზნით მსურდა. მას შემდეგ რაც სახლი გამოვისყიდე და სახელმწიფოს გადავეცი, სახლმუზეუმად ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მაკისრია და საზოგადოებრივ საქმეებში აქტიურად ვარ ჩართული. ვეხმარები ეკლესიის მშენებლობას ხან თანხით, ხან - მასალებით...

სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ...

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რამდენიმე სახლის აშენებას ვაპირებთ, - გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში და ერთსაც თბილისში ავაშენებთ. ახლა ვიწყებთ ბათუმში ორი 14 სართულიანი სახლის აშენებას, ერთს ყაზბეგზე, მეორეს - ჯავახიშვილზე. თბილისში ერთი პროექტი დავიწყეთ, მაგრამ მობინადრესთან ვერ მოვილაპარაკეთ და დროებით შეჩერებულია.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება