სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველაფერი, რაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ
13-03-2020
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებმა 30 მარტამდე უნდა შეავსონ პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

2020 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო და საცხოვრებელ გრანტებს, სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს შესთავაზებს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია გერმანიის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს. მენეჯმენტის პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აირჩიონ პროგრამული კონცენტრაციები - მათ შორის ინოვაციებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ეკონომიკაში. არჩევანი დიდია არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მომიჯნავე მიმართულებებითაც. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებულია შემდგომი წლების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის გაფართოებაც. მათ შორის დაგეგმილია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგები და მედიცინა“, - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება. როგორც რექტორი აღნიშნავს, ეს ფაქტი უნივერსიტეტს საშულებას აძლევს სასწავლო პროცესში ჩართული იყვნენ უცხოელი პროფესორები. ეს ყველაფერი კი სტუდენტებს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში.

რაც შეეხება ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპებით ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად, ახალი პროექტებისა და პროგრამების დამატების პარალელურად გაგრძელდება.

„კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და სასწავლო პროცესს რომელიც წარიმართება კორპუსებში, რომლებიც გარშემორტყმულია უნიკალური ტყის მასივით. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: kiu.edu.ge

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება