სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში თბილისის N118 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს
11-03-2020
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ამ ეტაპზე, თბილისის N118 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, უწყება განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

„თბილისის N118 საჯარო სკოლის შენობა ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. ამჟამად, შენობის ერთ ნაწილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მოსწავლეებისთვის უკვე კეთილმოწყობილია როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფანი, საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის მეორე ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს თანამედროვე სასწავლო გარემო ექნებათ.    

სკოლის რეაბილიტაციას სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე ტარდება და მოიცავს მთლიანად სკოლის რეაბილიტაციას.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლაში იცვლება ელექტროობა, მონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სკოლების, არამედ სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე ინფრასტურქტურით მოწყობა“ - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება