სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხარვეზები, რომლებიც სახალხო დამცველმა არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა მართლმსაჯულებაში გამოავლინა
10-03-2020
-
+


სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“. 

„კვლევის მიზანი იყო სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით, შეფასებულიყო სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი. სასამართლო განხილვების მონიტორინგი, 2019 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩატარდა სამ დიდ ქალაქში, კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში“, - აღნიშნულია კვლევაში.

ომბუდსმენი ანგარიშის მიხედვით, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები.

„დადებით კონტექსტში უნდა შეფასდეს ის, რომ როგორც წესი, ყველა მონაწილე სუბიექტი არასრულწლოვან ბრალდებულთან, დაზარალებულთან და მოწმესთან შემხებლობაში არის სპეციალიზირებული. მათ აქვთ სპეციფიკური ცოდნა, რაც საჭიროა ბავშვთან კომუნიკაციაში. განსაკუთრებით დადებითად გამოავლინა თავი რამდენიმე მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ესაუბრათ ბავშვთან მისთვის გასაგები ფორმით და ენით, პროცესის მთავარ სუბიექტად წარმოეჩინათ არასრულწლოვანი და ყოფილიყვნენ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვაზე ორიენტირებულნი.

თუმცა, სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიდგომებისა, პრაქტიკა მაინც არაერთი ხარვეზით ვითარდება, რაც დაუყოვნებლივ აღმოფხვრასა და გამოსწორებას საჭიროებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების გადამზადებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„როგორც წესი, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია, ფსიქოლოგების ჩართულობის მაჩვენებელი/სიხშირე კი ძალიან დაბალი. არ არსებობს უწყებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფსიქოლოგებისა და საპროცესო წარმომადგენლების (როგორც წესი, სოციალური მუშაკების) გადამზადებაზე. ხშირი იყო სასამართლო სხდომების გადადებისა თუ დაგვიანების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა პროცესის მონაწილე სუბიექტების კვალიფიკაციისა თუ სათანადო უნარ-ჩვევების ნაკლებობის მაგალითები. ასევე, პროცესის მონაწილე პირების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი საერთაშორისო პრინციპების ცოდნისა თუ გამოყენების, ასევე სათანადოდ დასაბუთების ხარისხი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, სასამართლო შენობებში ყოველთვის არ არის დაცული ბავშვის პერსონალური მონაცემები.

„სასამართლო მონიტორინგის ერთ-ერთი საგანი იყო ინფრასტრუქტურა. გამოვლინდა, რომ სასამართლო შენობებში არ იყო ყოველთვის დაცული ბავშვის პერსონალური ინფორმაცია/კონფიდენციალერობის პრინციპი. პირობები და გარემო არ არის ყოველთვის ბავშვზე მორგებული და იგი, როგორც წესი, დამთრგუნველია. სამწუხაროდ, სასამართლოს ინფრასტრუქტურა შშმ ბავშვებისთვის არ არის ადაპტირებული და ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებული არასრულწლოვნები არ თავსდებიან სტანდარტების დაცვით მოწყობილ ოთახებში.

გარდა ამ პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობისა, კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის/საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მისამართით, რათა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ნამდვილად უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას და პასუხობდეს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის. შესაბამისად, ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების აღმოფხვრისა და ადვოკატირების მიზნით, აპარატი მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება