სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ყველაზე „ბინძური“ ნივთი, რომლებსაც ყოველდღე ეხებით - სად ჯგუფდებიან ბაქტერიები?
01-04-2020
-
+


ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ? იცით ბაქტერიები სად იმალებიან სახლში და საჯარო სივრცეებში?

„ეტალონი“ იმ საგნებს გაგაცნობთ, სადაც ბაქტერიები ჯგუფდებიან. ეს ნივთები მუდმივად უნდა დაასუფთაოთ და გარკვეული მათგანის მოხმარებას ერიდოთ.

ბინძური სიმართლე ხელის საშრობზე

გრიპისა და სხვა ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ხელის ხშირი და სწორი დაბანაა. კარგი იქნება ხელის საშრობით თუ არ გაიშრობთ, რადგან იგი უფრო ავრცელებს ბაქტერიებს, ვიდრე ამცირებს​. მეტიც, თქვენს ხელზე ისეთი ბაქტერიები ხვდებიან, რომლებიც დაბანამდეც კი არ გქონდათ. რატომ? ცხელი ჰაერით გამაშრობელი აპარატები ბაქტერიებს ჰაერიდან შეიწოვს და ახალდაბანილ ხელზე ისინი უკან ეცემა. ხელის გაშრობის კარგი საშუალება პირსახოცი ან ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცია.

მობილური ტელეფონი

იცით, რომ თქვენს ტელეფონს შეუძლია დაიტიოს 18-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის ბაქტერია, ვიდრე უნიტაზის ზედაპირმა.თანაც ტელეფონს თქვენს სახეზე იდებთ, ამიტომ იგი ხშირად გაწმინდეთ.

კარის სახელური

კარის სახელურს ბევრი ადამიანი ეხება, შესაბამისად მასზე ბაქტერიებიც უხვად იყრის თავს. შეეცადეთ თქვენს ირგვლივ არსებული კარის სახელურები ხშირად გაწმინდოთ ან საჯარო სივრცეში საერთოდ არ შეეხოთ მათ.

დენის ჩამრთველი


დენის ჩამრთველს რამდენი ბინძური ხელი შიძლება შეეხოს დღეების განმავლობაში? სახლში თუ არა, სამსახურში ან საჯარო სივრცეში მაინც. ჩამრთველები ხშირად გაწმინდეთ.

ლიფტის ღილაკები

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაქტერიების რიცხვი ლიფტის ღილაკებზე 40-ჯერ მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე საჯარო სივრცეების ტუალეტების უნიტაზზე. დიდ შენობებში, როგორიცაა მაგალითად საცხოვრებელი კორპუსები,ლიფტის ღილაკებს ასობით და ათასობით ადამიანი ეხება. შემდეგ კი მათ ხელით კონტაქტი აქვთ სხვა ადამიანებთან, მათ შორის ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ ღილაკები ხშირად შეიძლება იწმინდებოდეს, მათზე ბაქტერიების დაგროვების რისკი მაინც ძალიან მაღალია. აეროპორტებში, სასტუმროებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ლიფტებს ძალიან ბევრი ადამიანი ეხება, რაც ამა თუ იმ დაავადების გავრცელების წყარო ხდება.


 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება