მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინტელექტ-შეჯბრის წინაშესარჩევ ტესტირებას ორგანიზება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, ლირა ღურცკაიამ გაუწია:
"აბსოლიტურად გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარდა წინა შესარჩევი ტური, დალუქული ტესტები უშუალოდ გამოცდის წინ გაიხსნა. მონაწილეობდა 380 ბავშვი. სხვადახვა ასაკობრივ ჯგუფს ცალ-ცალკე ჩაუტარდათ ტესტირება. გამსვლელი ქულის მინიმალური ზღვარი 65 ქულა გახლდათ, ხოლო მაქსიმალური 97 ქულა დაფიქსირდა, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ დააგროვა.
შეირჩა ნახევარფინალში გამსვლელი 30 ბავშვი, შედეგად მათ შორის ინტელექტ-შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან კარგად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ამისათვის. დაფიქსირდა მაღალი შედეგები, ძალიან კმაყოფილი ვარ მონაწილეების თამაშითა და მონდომებით. ფინალში 2-3 ქულის სხვაობით გავიდა სამი მონაწილე, ხოლო მათ შორის ღირსეულმა კი პირველი ადგილი დაიკავა. გიორგი არაჩვეულებრივი მოსწავლეა, ბეჯითი, მოწესრიგებული, დაუზარელი. სწავლასთან ერთად უძღვება ოჯახის საქმეებსაც. ერთი წელია რაც მამა დაეღუპა და ორ ვაჟკაცს დედა ღირსეულად ზრდის.კარგი დედის კარგი შვილია და ამართლებს კიდევაც მშობლის ამაგს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ინტელექტ-შეჯიბრის" ორგანიზატორებს იმისათვის, რომ კეთილ საქმეს ემსახურებიან, ასევე განათლების სამინისტროს, რომ "პროექტ ეტალონს" გვერდით დაუდგა",-აღნიშნა ლირა ღურცკაიამ ჩვენთან საუბრისას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ლუკავას განცხადებით, მონაწილეებმა მაღალი შედგები აჩვენეს: „ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ შედეგებით. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრში და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. საბოლოოდ, რეიტინგულად ყველაზე მაღალი ქულების მქონემ დაიკავა პირველი ადგილი. კარგად ითამაშა გიორგიმ, შესანიშნავი ბიჭია, სამწუხაროდ აქამდე მას პირადად არ ვიცნობდი. ვულოცავ კიდევ ერთხელ და წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც“.
როგორც „Etaloni.ge-სთან“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა მანანა მოლაშხიამ აღნიშნა, შეჯიბრება ობიექტური და გამჭირვალეა: „ძალიან ლამაზი და კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, სპეციალურად, წინასწარ შერჩეული, ერთნაირი მაისურები ეცვათ მონაწილეებს. შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულისათვის განკუთვნილი ტორტი საზეიმოდ გავჭერით. პირველი ადგილი მე-4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, გიორგი შანავამ დაიკავა. ის ნიჭიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდაა, გამოიჩინა თავი და სკოლაც ასახელა. სამაგალითოა ფაქტი, რომ ღონისძიების შეარჩევი პროცესი, ასევე შეჯიბრება ყოველმხრივ გამჭირვალეა. შეჯიბრის დროს ჩაწყობა, ქულის წამატება, ვიღაცის ხელოვნურად წინ წამოწევა გამორიცხულია. მონაწილეები თანაბარ პირობებეში იბრძვიან და დამოკიდებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ეს პორექტი ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ. „ეტალონი“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდხანს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს