სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იკლო თუ არა მოსწავლეთა რაოდენობამ და როგორ იცავენ სკოლები ჰიგიენის ნორმებს
27-02-2020
-
+


კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო სწავლის პროცესის შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა სკოლებისა და სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები უკვე გაცემულია და მათ შორის უმთავრესია ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა - საკლასო ოთახებისა და ზოგადად შენობის დეზინფექცია, სველი წესით დალაგება.

Etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად ასრულებენ სკოლები ამ რეკომენდაციებს? იკლო თუ არა მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელმა და მშობლებს რა დამოკიდებულება აქვთ არსებული ვითარებისადმი? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორებს დავუკავშირდით.

ირმა ჩარტია - N29 საჯარო სკოლის დირექტორი: - ჩვენ სკოლაში არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია საკლასო ოთახები და საპირფარეშოები. რემონტი ახალი დასრულებულია და ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით ვიცავთ. საპირფარეშოებისთვის ცალკე დამლაგებელი გვყავს, ყველა სართულზეა საპონი, ქაღალდი, ცხელი წყალი.

პირადად შემოვიარე მთელი შენობა და მერწმუნეთ, ჩვენ სკოლაში სისუფთავის სუნი დგას. ისიც უნდა გითხრათ, რომ ასე მხოლოდ კორონავირუსის გამო არ ვიქცევით - მანამდეც ზედმიწევნით ვიცავდით ჰიგიენას. რაც შეეხება მოსწავლეთა დასწრებას - პირველ ცვლაში 531 ბავშვია და აქედან, დაახლოებით 119 არ იყო. 80 პროცენტი გვაქვს დასწრების მაჩვენებელი -  საკლასო ოთახები მუშავდება სველი წესით და ნამდვილად შეგვწევს ძალა იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ 27 პირველკლასელიდან 7 მოსწავლე არ იყო დღეს, რადგან ზოგი გაციებულია და ზოგი მშობელმა უსაფრთხოების გამო არ გამოუშვა, მაინც არ შეინიშნება პანიკა და ასეც უნდა იყოს.

გალაქტიონ მინდიაშვილი - N2 საჯარო სკოლის დირექტორი: - ჩვენ სკოლაში ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ სველი წესით ლაგდება საპირფარეშოცა და საკლასო ოთახებიც, მე კი, როგორც დირექტორი, პირადად ვაკონტროლებ, ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაცული იყოს.  მშობლებს აქვთ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება და პანიკასაც არ არიან აყოლილები,  თუმცა მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 10-15 პროცენტითაა შემცირებული. ვფიქრობ, სწორედ ჰიგიენის ნორმები უნდა დავიცვათ და პანიკას არ ავყვეთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.

ნინო მესხიშვილი -  N99 საჯარო სკოლის დირექტორი: - 2014 წლის ბოლოს შევიძინეთ ელექტროსაშრობები, საპირფარეშოები აღჭურვილია ქაღალდით, თხევადი საპნით... ასე იყო ადრეც და ასე იქნება შემდეგშიც. საპირფარეშოებიცა და საკლასო ოთახებიც სველი წესით მუშავდება და თუ დამატებითი რეკომენდაცია მოგვეცემა ჯანდაცვის სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან, ამასაც გავითვალისწინებთ; დამატებით ზომებსაც მივიღებთ, თუ საჭირო გახდება. ჩვენ ხომ ბავშვებისთვის ვმუშაობთ; ჩვენი მომავალი მათზეა დამოკიდებული და უნდა გავუფრთხელდეთ. ჩვენი სკოლის რესურსები მაქსიმალურადაა მიმართული ამისკენ.

ელენე შაბურიშვილი - N62 საჯარო სკოლის დირექტორი: მიმაჩნია, რომ არანაირი საშიშროება არ არსებობს, სკოლა უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას და მოსწავლეთა სიმცირეც არ შეინიშნება; ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას და ვცდილობთ, არაფერმა შეუშალოს ხელი სასკოლო ცხოვრებას. მშობლებმაც იციან, რომ პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.

პაატა ჩორგოლაშვილი- N71 საჯარო სკოლის დირექტორი: - ჩვენ სკოლაში ყოველთვის ზედმიწევნით ვიცავდით ჰიგიენის ნორმებს და ახლაც ასეა. ეს საკუთარ მოვალეობად მივიჩნიეთ ზოგადად, ვირუსებთან დაკავშირებით და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. პანიკა ნამდვილად არ ყოფილა და კარგი ისაა, რომ ჩვენთან არიან მშობელი-ექიმები, რომლებიც შეხვედრებს ატარებენ ბავშვებთან - ინფორმაციული, შინაარსობრივი, თვისებრივი კუთხით ნამდვილად ვმუშაობთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

დამატებითი უფლებამოსილება მანდატურის სამსახურისთვის - ცვლილება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების წესში

საკლასო ფორმატში ერთ მსმენელზე საფასური განისაზღვრა - ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ამა თუ იმ პლანეტის შესახებ და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება