სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში დასწრება შემცირებულია, მათ რეკომენდაციები უკვე მიიღეს - დაითხოვენ თუ არა აღსაზრდელებს?
27-02-2020
-
+


თბილისის საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლები არ არიან პანიკაში და მათ აქვთ ბაღების ნდობა აქვთ - აღნიშნულის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ბაღებში მუდმივ ხდება დასუფთავება.

„ბაღებში აღსაზრდელების დასწრება თითქმის სტანდარტულია, გუშინდელიდან გვაქვს მხოლოდ 5%-იანი კლება მეტი არა. დასწრების მაჩვენებელი არის 40-65%. ჩვენ დილიდანვე გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მშობლებში არ არის პანიკა და ნდობა ბაღების მიმართ არის.

ამასთან ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ჯანდაცვის ცენტრიდან და ეს რეკომენდაციები გაგზავნილია ყველა საჯარო ბაღში. რეკომენდაცია მოიცავს საინფორმაციო მასალების გავრცელებას რაც  უკვე განხორციელებულია. ამასთან საინფორმაციო ბუკლეტები გამოკრულია ბაღების შესასვლელში და ხელმისაწვდომია ყველა მშობლისთვის.

დამატებით ჩვენთან დღის განმავლობაში ხორციელდება სველი წესით დაწმენდა დასუფთავება, სააღმზრდელო დღის დასასრულს კაპიტალურად ლაგდება საბავშვო ბაღი. ყოველ პარასკევს გენერალური დასუფთავება ტარდება და თვეში ერთხელ დეზინფექცია დერატიზაცია. იმდენად მაღალი სტანდარტებია ჩვენთან სანიტარიის კუთხით რომ ამაზე მეტი რაც შეგვიძლია გავაკეთეთო არის საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება და მშობლების ინფორმირებულობა როგორ დაიცვან ვირუსული ინფექციებისგან თავი როგორც პერსონალმა ისე მშობლებმა“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება, თუ  ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას გასცემს სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტაზე ასეც მოხდება.

„რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება და ამის აუცილებლობა არ დგას. შესაბამისად ჩვენ სააღმზრდელო პროცესს. ჩვენ სკოლების მსგავსად არ გვაქვს საგაზაფხულო არდადეგები და ბაღები ისვენებენ მხოლოდ აღდგომის პერიოდში ისე როგორც ყველა სხვა საჯარო დაწესებულებები.

ჩვენ სრულად ვექვემდებარებით დაავადებათა ეროვნულ ცენტრისა და ჯანდაცვის ცენტრების რეკომენდაციებს ნებისმიერ თემაზე. არის მუდმივი კომუნიკაცია და თუ რეკომენდაცია იქნება სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტაზე ასეც მოხდება“, - განაცხადეს საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში.

იხილეთ ასევე: პირბადის სწორად მოხმარების წესები - დაიცავით თავი ვირუსებისგან

სკოლებს განათლების სამინისტრო 14 რეკომენდაციას აძლევს - უწყება ჰიგიენურ საშუალებებს დღესვე შეიტანს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება