სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

მესტიაში დაბრუნებული ქირურგის გულახდილი ინტერვიუ
26-02-2020
-
+


ცხოვრება მედიცინასა და ადამიანებზე ზრუნვას შეალია. 12 წელი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი გახლდათ, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ახლა ადგილობრივ საავადმყოფოში მოღვაწეობს. ხუმრობს - მედიცინის დოქტორი ვარ, თქვენ თუ რამეში გჭირდებათ, დაწერეთ, თორემ მე ხარისხი არაფერში გამომადგაო. 12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი - ასეთია ბატონი ომარ ჭკადუას ბეგრაუნდი, რომელიც, იმავდროულად, სპორტის ოსტატი გახლავთ სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში. რატომ არ გაჰყვა სპორტს და როდის გადაწყვიტა პაციენტების სამსახურში ჩადგომა „დაბადებიდან ექიმმა“, ამას ომარ ჭკადუას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დაბადებიდან ექიმი ვარ, ქირურგი, მედიცინის დოქტორი, თუ რამეში გამოგადგებათ, დაწერეთ, მე კი არაფერში გამომადგა. რატომ გადავწყვიტე ექიმობა? -  ეს 50 წლის წინ იყო... სოფელში გვყავდა ექიმი, რომელიც ძაღლებს უკეთებდა ოპერაციებს. მაშინ მერვეკლასელი ვიყავი და გადავწყვიტე, ქირურგი გავმხდარიყავი, ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ჩემს ოჯახში დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

- რატომ, ბატონო ომარ?

- ოჯახს უნდოდა, იურისტი ვყოფილიყავი, მაგრამ კიდევ კარგი, ასე არ მოხდა. ბოლოს და ბოლოს, ყველა იურისტი საგინებელი გახდა.

- ისე, ხანდახან არც ექიმებს ზოგავს საზოგადოება...

- როდესაც ადამიანი იმას არ ემსახურება, რასაც უნდა ემსახურებოდეს - ქრისტიანულად, მორალისა და ეთიკის დაცვით, მაშინ საზოგადოებისგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იღებს.

- პაციენტები უფრო ხშირად სცოდავენ ექიმების წინაშე თუ ექიმები - პაციენტების წინაშე?

- თუ ექიმი ვარგა, ექიმადაა ამქვეყნად მოვლენილი, მაშინ არ სცოდავს პაციენტის წინაშე; როდესაც კარგია კოლექტივი, მით უმეტეს, წარმოუდგენელია გულგრილობა. მაგალითად, ჩვენთან, მესტიის საავადმყოფოში, ასეთი დამოკიდებულება გვაქვს - ერთი ყველასათვის, ყველა - პაციენტისთვის. როცა ავადმყოფს უჭირს, მას არაფერი უნდა დააბრალო და მედიკოსმაც ბევრი რამ უნდა მოითმინოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. გულწრფელად გეუბნებით, შვილებსა და შვილიშვილებს გეფიცებით, მესტიის საავადმყოფოში, პაციენტს ფინანსების არქონის გამო ყურადღება არასოდეს მოკლებია.

- თქვენ რატომ დაუბრუნდით მშობლიურ ფესვებს?

- 12 წელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი, შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში, თუმცა არც ეს იყო ჩემი საქმე. ბოლოს, მესტიაში დავბრუნდი იმიტომ, რომ აქაური ვარ - სოფლელი კაცი.

- ოჯახმა არ გაგიპროტესტათ?

- ნამდვილად გამიპროტესტა, მაგრამ... ახალგაზრდობა მეუღლესთან გავატარე და მერე, სადაც საჭირო ვიყავი, იქ წამოვედი. სვანეთი ძალიან მიყვარს და ასაკში, ხომ გესმით, ადამიანი უბრუნდება საკუთარ ფესვებს.

- მესტიაში ალბათ ბევრი რამ შეცვლილი დაგხვდათ...

- პირადად მე ქირით ვცხოვრობ... ტურიზმის განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება; მესტია ცენტრია და თითქმის ყოველ მესამე მცხოვრებს სასტუმრო აქვს; საბაგირო გზებიც კარგი გვაქვს, დასუფთავების საკითხიც მოგვარებულია და ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს. ჩვენც მუდმივად ვგრძნობთ თანადგომას და მათ სიყვარულს. ჩვენ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს და ახლა უკვე ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარებაც შეგვიძლია, რადგან შესაბამისი აპარატურა შემოვიტანეთ, ერთი ეგაა - როდესაც პაციენტი გადასაყვანია, მანქანას ვიძახებთ და სანამ ჩვენამდე ამოვლენ, 5-6-7 საათი გვიწევს ლოდინი. ეს კი ცოტა ართულებს მდგომარეობას. ახლა თოვლია მესტიაში, ტურისტიც ბევრია და  ტრავმიანობამაც მოიმატა.

- ბევრი პაციენტი გადაგირჩენიათ, ბატონო ომარ?

- ბევრი გადამირჩენია... ზოგი უფალმა გადაარჩინა, ზოგიც - მე. 12 ათასზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული.

- არ მეგონა, ქირურგები უფლის იმედად თუ იყავით

- უნდა გწამდეს და იცოდე, რომ მხოლოდ შენ არ ხარ ყველაფერი. ექიმი უნდა იყოს უზადოდ მცოდნე, უჯრედის შიგნით რაც ხდება, იმაზეც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რადგან მოგეხსენებათ, ქარიშხალი ყოველთვის უჯრედის დონეზე იწყება.

- თქვენ ბავშვობაზეც გვიამბეთ, ბატონო ომარ.

- განსაკუთრებული ბავშვობა არ მქონია, კარგად ვსწავლობდი, კარგი სპორტსმენი ვიყავი და ორ სახეობაში - თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში - სპორტის ოსტატი ვარ.

- სპორტს რატომ არ გაჰყევით?

- ჩვენი, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პეტრე გელბახიანი გახლდათ... ის გვეუბნებოდა - ან იჭიდავეთ, ან მედიცინა ისწავლეთო. ასე ჩამოვშორდი სპორტს და გავხდი ექიმი.


კომენტარები


ეტალონი
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა
სიახლეები
მობილობით გადმოსული მოსწავლეთა წლიური და სემესტრული შეფასების დამატება
KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიიდან მოწვეულმა პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს
პიროვნება
„სიახლეების მიმღებლობა მაშინ აქვთ, როდესაც უხსნი, რამდენად კარგია ესა თუ ის სიახლე, რას მოუტანს ზოგადად სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას“
არასოდეს მიფიქრია სხვადასხვა პროფესიაზე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი
სკოლები
ამჯერად, სკოლის სპორტულ დარბაზში, თბილისის ველო მერი მარ მიხელიძე იმყოფებოდა
გარდა ამისა, ბავშვებმა ფერადი ცარცებით დახატეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს
სპორტის მასწავლებელმა, გიორგი გელაშვილმა კი, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული დღე აჩუქა და მათთვის „მხიარული თამაშები“ გამართა, ბოლოს გამარჯვებულები სიმბოლურად დაჯილდოვდნენ
ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ანსამბლმა ოქროს მედალი და ლაურიატის წოდება მოიპოვა
საინტერესო
მოსწავლეებისთვის სკოლის გამოცვლა, ზოგადად, გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სხვა სკოლაში გადაყვანა აუცილებელია
როგორ უნდა აღიდგინონ მასწავლებლებმა ენერგია 5 წუთში - მარტივი გზები
ზოგიერთი მოსწავლე უფრო ხმაურიანი, აქტიური და ენამოსწრებულია, ზოგიერთი კი შედარებით წყნარი, სიჩუმის მოყვარული და ზოგჯერ, საკუთარ თავში ჩაკეტილია
შიში პედაგოგების თავდაჯერებულობაზე პირდაპირ აისახება, ისინი, შეიძლება ითქვას, რომ დამფრთხლები არიან და ყოველ გადაწყვეტლებას ეჭვქვეშ აყენებენ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა პირველკლასელთა მშობლებისთვის ოთხი ნაბიჯი შეიმუშავა, რაც მათ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება