სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

10 რჩევა, ქიმიაში ტესტირებისთვის რომ მოემზადოთ
21-06-2020
-
+


ქიმიის ტესტირებისთვის მომზადება ნამდვილი გამოწვევა შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ მასთან გამკლავებას აუცილებლად შეძლებთ. მთავარია იცოდეთ, სწორად როგორ მოემზადოთ.

რეალურად, სწავლის პროცესი ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე გამოცდის წინა ღამით დაჯდომა და ენერგეტიკული სასმელები ქიმიური გამოკვლევის მცდელობა:)

თუ ფიქრობთ, რომ სწავლა მასალის ერთხელ გადახედვას, დასმული პრობლემების გაცნობას, შემდეგ კი მეგობრებთან ჩატის გაგრძელებას გულისხმობს, ცდებით. მეტი უნდა იკითხოთ!

ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევები თქვენთვის გამოცდის ჩასაბარებლად გზამკვლევი იქნება.

ნუ შეეცდებით მოკლე დროში ბევრი ისწავლოთ

ქიმია კომპლექსური საგანია. ნამდვილად გამანადგურებელი იქნება, მცირე დროში დიდი მოცულობის მასალის სწავლას თუ განიზრახავთ. ამიტომ სწავლა დროულად დაიწყეთ და ეტაპობრივად მიჰყევით.

გაარკვიეთ გამოცდაზე რა საკითხები შეიძლება მოვიდეს

გამოცდისთვის მომზადებას სანამ დაიწყებთ, დაადგინეთ განვლილი მასალიდან გამოცდაზე რა თემები/საკითხები შეიძლება მოვიდეს. თქვენს და თქვენი კლასელების ჩანაწერებს გადახედეთ.

სწავლის დროს სწორად გადაანაწილეთ

სამწუხაროდ, თქვენი დრო ლიმიტირებულია. იმდენი დრო არ გაქვთ, რომ დღე დააპაუზოთ და ბოლო რამდენიმე საათში ყველაფერი ისწავლოთ. ამიტომ დრო სწორად გადაანაწილეთ.

ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ნუ იღელვებთ, სანამ საბაზისო საკითხებს არ ისწავლით

ბევრი მოსწავლე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების სწავლაზე ღელავს, როდესაც ძირითადი მასალებზე არ აქვს ხელი ჩაჭიდებული. სავარაუდოდ, უმნიშვნელო საკითხები ტესტში ნაკლები მოცულობით მოვა.

პრობლემური მაგალითები განიხილეთ

ჩამოთვლილ რჩევებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ეს რჩევაა. წინასწარ განსაზღვრეთ რა საკითხები გიჭირთ და სათანადო დავალებებზე იმუშავეთ.



თავდაჯერებულები იყავით

თავდაჯერებულობა წარმატების გასაღებია. სწავლა მარტივით დაიწყეთ და გაართულეთ.

მათემატიკას ყურადღება მიაქციეთ

მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ მათემატიკას და ყველაფერს, რაც მასთან ახლოსაა. აქამდე თუ არ დაფიქრებულხართ გეტყვით, რომ ქიმია მათემატიკის გაკვეთილია, რომელშიც მის გასართულებლად ბევრი ახალი დეტალია დამატებული.

საჭირო რესურსი განსაზღვრეთ

მასწავლებელს ჰკითხეთ, ტესტირებისთვის მოსამზადებლად რა რესურსები დაგჭირდებათ. მაგალითად, მხოლოდ ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემა თუ სხვა რამ?

გამოიძინეთ და ჭამეთ

გამოცდის წინა 3:00 საათამდე გათენებას აზრი საერთოდ არ აქვს. ყავის იმედი ნუ გექნებათ, ჯობს კარგად გამოიძინოთ და დანაყრებულებიც იყოთ.

გამოცდის შემდეგ მხნეობას ნუ დაკარგავთ

გამოცდები საკმაოდ დამაფრთხობელი და რთულია. ტესტის დაწერის შემდეგ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ. რასაც ვერ უპასუხეთ ჩაინიშნეთ, რომ შემდეგში იგივე საკითხებმა არ დაგაბრკოლოთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

79%-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე

ყველაფერი, რაც მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება