სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლაში ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა
19-02-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა.

ჩემპიონატი გია მახარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, უკვე მესამედ პირველი ადგილი მოიპოვა აჩიკო აბულაძემ, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გარდამავალი თასი გადაეცა. თასი, რომელიც ამ დღისთვის არის დაწესებული ჩაოს საჯარო სკოლაში.

მეორე ადგილი მოიპოვა ოთიკო აბულაძემ, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ანრი აბულაძეს.

გოგონათა შორის პირველი ადგილი მაგდა ცეცხლაძემ მოიპოვა, მეორე ადგილი ლენა ცეცხლაძემ, ხოლო მესამე ადგილი მაკა ცეცხლაძემ.

სკოლის დირექტორმა, იოსებ აბულაძემ, შეჯიბრების ორგანიზატორებს, გენად ცეცხლაძეს და თამაზ ცეცხლაძეს, მადლობა გადაუხა.

„დაჯილდოებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და წარმატებები ვუსურვეთ მომავალში გამარჯვებულ მოსწავლეებს. აჩიკო აბულაძე უკვე აბიტურიენტია, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ჩაოს საჯარო სკოლის ისტორიაში, განსაკუთრებით კი ამ სფეროში.

ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ აჩიკო აბულაძეს მოპოვებულ პირველ ადგილს და იმ გარდამავალ თასს, რომლის დაცვა და გაფრთხილება ერთგვარი პასუხისმგებლობაა ცხოვრებაში. წინ მომავალი წარმატებებისაკენ!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება