სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა თოვლის ბაბუის სამფლობელოდ გადაიქცა“ - დამიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
17-02-2020
-
+


წინასაახალწლო მზადება მარნეულის მუნუციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლის დერეფანში ულამაზესი ნაძვის ხის აღმართვით დაიწყო. დილით მოსულ მოსწავლეებს ფერადი ნათურებით გაბრწყინებული ნაძვის ხე დახვდათ სიურპრიზად, რომლის მორთვა-მოკაზმვაზე თავად პედაგოგებმა იზრუნეს.

„მოწაფეებმა მოხატეს ფანჯრები და მთელი სკოლა თოვლის ბაბუის უზარმაზარ სამფლობელოდ გადაიქცა. საახალწლო განწყობა შექმნა საშობაო ფილმების ჩვენებამაც. მოსწავლეებმა უყურეს ქართულ ენაზე გახმოვანებულ ანიმაციას ,,გრინჩი“ და ჯადოსნურ ფილმს „შოკოლადის ქარხანა“. მათ ბევრი იხალისეს, ისაუბრეს პერსონაჟებზე, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და რატომ? ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე; დახატეს ფილმის გმირები, რომლებიც მოეწონათ. ნახატების გამოფენა სკოლის დერეფანში მოეწყო.

დასკვნით ეტაპზე, საახალწლო ზეიმი გაიმართა.

ყველა საფეხურის მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული ამ აქტივობაში. ბავშვებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები ქართულ და მშობლიურ ენაზე, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს იუმორისტული სკეტჩები.

აქტივობას ნორაირ მისკარიანი (ისტი), ელენა მამულიანი (დაწყებითი კლასები) და მზია გუნია (ქართული, როგორც მეორე ენა) ხელმძღვანელობდნენ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება