სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 სკოლას, პროექტის - „ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს“ ფარგლებში, ლადო აფხაზავა და გიორგი კეკელიძე სტუმრობდნენ
17-02-2020
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დამრიგებლის ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს“განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში სკოლას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სტუმრობდნენ. 

მე-4 კლასის ხელმძღვანელის ინა მეცხვარიშვილის თქმით, მოსწავლეებმა მოწვეული სტუმრები აქტიურად ჩართეს საკუთარ გამოსვლებში და საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გამოსვლა გამოუვიდათ.

„თანამედროვე თაობა მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრობს. ამიტომაც მრავალფეროვანი უნარ-ჩვევები სჭირდებათ მასში წარმატებული ინტეგრაციისთვის. ბავშვებისთვის მოსაწყენია ინფორმაციის მიწოდება ლექციური სახით, მასწავლებლის მიერ. როცა ისინი თავად არიან აქტიურნი მის შეგროვების პროცესში, მიღებული შედეგიც უფრო წარმატებულია.

პროექტი, რომლის შესახებაც ახლა მინდა მოგიყვეთ, ჩემს მეოთხე კლასელებთან განვახორციელე, თუმცა თავად პროექტის ფორმატი საშუალებას იძლევა უფროსკლასელებსაც შევთავაზოთ. მას შემდეგ, რაც წინა ორი წლის განმავლობაში, ჩვენს კლასში აქტიურად და წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“. საჭიროდ ჩავთვალე მეოთხე კლასში მცირედი ცვლილება შეგვეტანა, რათა მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო მასში მონაწილეობა. ბავშვებს შევთავაზე, რომ რადგან 2 წლის განმავლობაში თითოეული მათგანის ინტერესის სფეროებს გავეცანით, მათზე შეგროვებული ინფორმაციები მოვისმინეთ, ახლა სასკოლო საზოგადოების ინტერესის სფეროები გამოგვეკვლია და მათზე შეგვეგროვებინა ინფორმაცია. სახელი მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე და ამჯერად დავარქვით - „ის, რაც სასკოლო საზოგადოებას აინტერესებს“.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ინდივიდუალურად უნდა ჩაეტარებინათ ერთგვარი კვლევა, შეერჩიათ 5 სასურველი რესპოდენტი, აუცილებლად სკოლის კედლებში  და თითოეული მათგანის პასუხი კითხვაზე, რაა აინტერესებს? ჩაენიშნათ. გამოკითხეს პარალელური კლასელები, თანასკოლელები, მანდატურები, დარაჯები, დამლაგებლები, ადმინისტრაცია, მოკლედ, ვისაც ვინ უნდოდა. ჩაინიშნეს მათი ინტერესის სფეროები.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები გაერთიანდნენ ჯგუფებში, თითოეულში 4 მოსწავლე. მათ განიხილეს შეგროვებული პასუხები, სულ 20 ცალი (რადგან, თითოეულს 5 ადამიანისგან ჰქონდა მიღებული პასუხი). მსგავსი პასუხები გააერთიანეს და ჩამოაყალიბეს ერთი თემა, იმ სფეროზე, რაც მიღებული პასუხებიდან ყველაზე მეტი რაოდენობით იყო.

მესამე ეტაპზე თითოეულმა ჯგუფმა შეაგროვა ინფორმაცია შერჩეული თემის შესახებ. დაიწყეს მზადება საბოლოოდ წარდგენისთვის.

მეოთხე ეტაპზე გაიმართა პრეზენტაციები, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ არამარტო თანაკლასელები, არამედ ის ადამიანებიც, ვინც გამოიკითხა ჯგუფის წევრების მიერ.

პროექტი თავისი ფორმატით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. შეირჩა საინტერესო თემებიც, სასკოლო საზოგადოების პასუხებიდან გამომდინარე:

  •  „წარმატებული, მშვიდობიანი, ბედნიერი ცხოვრება, სადაც ბავშვები დაცულები არიან“;
  • „რა არის განათლება და გვადგება თუ არა პროფესიის არჩევისას?“ (ყურადღება მახვილდება შემდეგ პროფესიებზე: სტომატოლოგია, მომღერლობა, დიზაინერობა, მხატვრობა);
  •  სწავლის აქტიური სახეები (ცეკვა, კარატე...);
  • „კოსმოსის უცნაური ამბები“;
  • „ზოგადი განათლება“;
  • მუსიკის როლი სპორტში (კალათბურთი, ფეხბურთი);
  • „ცეკვის სიკეთეები“;
  • „ჟურნალისტების როლი მოდის, სპორტის და ხელოვნების განვითარებაში“;

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა მოეწვიათ ერთი ან ორი სტუმარი, რომელიც კომპეტენტურად მიაჩნდათ იმ სფეროში, რაზეც მათი პრეზენტაცია იქნებოდა. მაგალითად, გუნდმა, რომელსაც ჰქონდა თემა -  „წარმატებული, მშვიდობიანი, ბედნიერი ცხოვრება, სადაც ბავშვები დაცულები არიან“ , სტუმრად მოიწვიეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე. მოწვეული სტუმრებიც აქტიურად ჩართეს საკუთარ გამოსვლებში და საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გამოსვლა გამოუვიდათ, რაზეც დამსწრე აუდიტორიის შეფასებები მეტყველებდა. 

ბავშვები წერენ წერილებს, უხსნიან პოტენციურ, სასურველ სტუმარს თუ რატომ სურთ მისი მოწვევა და არწმუნებენ, თუ რატომ უნდა ესტუმროს იგი მათ საკლასო პროექტის ფარგლებში სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, შვილებს აქტიურად ეხმარებიან მშობლებიც.

მიზანი, რომ მოსწავლეებმა განივითარონ კვლევის, შემოქმედებითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე საუბრის და სხვა უნარ-ჩვევები, პროექტის ფარგლებში ხორციელდება“,- აღნიშნავს პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი.

გთავაზობთ პირველი გუნდის გამოსვლის ამსახველ ფოტოებს:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება