სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

6 ფილმი მოსწავლეებისა და მასწავლებლების კონფლიქტზე
22-02-2020
-
+


რთული ურთიერთობები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის საკმაოდ ხშირია. ამ პრობლემაზე კინოშიც აქტიურად საუბრობენ. „ეტალონი“ გთავაზობთ 6 ფილმს, რომლებიც გაჩვენებთ, რომ პედაგოგის პროფესია საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს:

„ნადირობა“

ბაღის პედაგოგს თავის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მოვლენები არც მას შემდეგ იცვლება, რაც პატარა გოგო ცილისწამებას აღიარებს.



„ჯუნგლის დაფა“

რიჩარდ ბრიუქსის ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟი, რიჩარდ დადიერი, საშუალო სკოლის მასწავლებელია. მისი მოსწავლეები ზოგჯერ ანტისოციალურად იქცევიან, მასწავლებელი კი სხვადასხვა ხერხით ცდილობს, ისინი სწავლით დააინტერესოს.



„ბავშვების საათი“

უილიამ უაილერსის ფილმი ორი მასწავლებლის ტრაგიკულ ისტორიაზე. ისინი მოსწავლეებმა სასიყვარულო ურთიერთობებში დაადანაშაულეს და მათ წინააღმდეგ ქალაქი აამხედრეს. ფილმი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გაანადგუროს ტყუილმა ადამიანის რეპუტაცია.



„პროფესიონალური რისკი“

ჟანი და სიუზანა წლებია პატარა ქალაქის სკოლაში ასწავლიან. მათ კარგი რეპუტაცია აქვთ და სიყვარულს იმსახურებენ, თუმცა ყველაფერი ეს ქრება, როცა ერთ-ერთი მოსწავლე ჟანს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. სიუზანი ერთადერთია, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯერა.



„ერთი, რვა, შვიდი“

მასწავლებელი ტრევორ გარფილდი, მას შემდეგ, რაც მისმა ბოროტმოქმედმა მოსწავლეებმა კინაღამ მოკლეს, ბრუკლინიდან ლოს-ანჯელესში გადმოვიდა. ის გამოკეთდა და ისევ სკოლაში სამუშაოდ წავიდა, მაგრამ მისი ახალი მოსწავლეები ისეთივეები აღმოჩდნენ, როგორებიც ძველები იყვნენ.



„ბოლო გაკვეთილი“

სკოლის მასწავლებელი მოსწავლეთა მუქარისა და დაცინვის გამო ნერვიული აფეთქების ზღვარზე დგას . სკოლის ხელმძღვანელობა პრობლემას ყურადღებას არ აქცევს. ერთ-ერთი გაკვეთილზე მასწავლებელი რევოლვერით ჩნდება და ისმის გასროლა. შეშინებული მოსწავლეები საკუთარი მასწავლებლის მძევლები ხდებიან. სიტუაცია კი უკონტროლო ხდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება