სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მათთვის, ვისაც 9 კლასი გაქვთ დამთავრებული - როგორ უნდა მიიღოთ სრული ზოგადი განათლების ატესტატი?
10-02-2020
-
+


როგორ უნდა მოიქცეთ, როცა მე-9 კლასის საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი გაქვთ, სკოლაში აღარ სწავლობთ და სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) ატესტატის მიიღება გსურთ? - „ეტალონი“ გზამკვლევს გთავაზობთ: 

ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია დაინტერესებულმა პირებმა 10-12 კლასების სასწავლო პროგრამა ექსტერნატის გამოცდით ჩააბაროთ. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციას ყოველწლიურად აცხადებს.

გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა გაქვთ მათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული ხართ სასწავლო პროცესს და  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვთ. თქვენი ასაკი უნდა შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს.

სად უნდა წარადგინოთ განცხადება ექსტერნატის გამოცდის ჩასაბარებლად?

დაინტერესებულმა სრულწლოვანმა ან არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია რესურსცენტრში უნდა წარადგინოთ. პირს, რომელიც სკოლაში აღარ სწავლობს, განცხადება ნებისმიერ რესურსცენტრში შეუძლია წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის განცხადების წარდგენის ვადა დღეს, 10 თებერვალს, იწურება. გამოცდები 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრების სია და საკონტაქტო ინფორმაცია

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება