სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეს კვირა ყველაზე რთულია ერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის - გაიგეთ, ხართ თუ არა ის უიღბლო თქვენ?
10-02-2020
-
+


ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა კვირა დღე, როცა მარსი ტოვებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის თხის რქაში.

ეს კვირა კარგია სპორტისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის. თხის რქის ზოდიაქოში გადასვლის შემდეგ 25 მარტამდე კი, ადამიანებში მოიმატებს დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება. მომავალი ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობა სტაბილურად იგრძნობთ თავს.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი - შეგიძლიათ საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატაროთ. თუ ახალი რამის მოსინჯვა გსურთ, ეს საუკეთესო პერიოდია. კარგი ორგანიზატორი და უშიშარი ხართ, ფინანსების ახალი წყაროს მოზიდვა შეგიძლიათ. პროფესიული წინსვლისთვისაც კარგი კვირა გაქვთ. იაქტიურეთ.

კურო - შეიძლება წაგების წინაშე დადგეთ. მოერიდეთ საფინანსო საკითხებს და გადატვირთვას. სხვა მხრივ, შემოქმდებითი და პროფესიული წინსვლის კუთხით, მშვენიერი დროა. დიდი დრო დაუთმეთ საქმეს.

ტყუპები - ამ კვირაში მრავალფეროვანი ხართ, ახალი წრის შეკვრა ან მეგობრების დახმარება თუ გსურთ, ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ იქნება. ყველანაირ აქტივობაში ჩაერთეთ. ქორწინებისა და რომანტიული ურთიერთობებისთვისაც კარგი დროა. შავზე თეთრიც კი შეგიძლიათ ამ კვირაში ამტკიცოთ.

კირჩხიბი - ისეთი აქტიურები არ ხართ, როგორც სხვა დროს. შემდეგი კვირიდან თქვენთვის კარგი პერიოდი იწყება, მანამდე კი ძველი შეცდომების გამოსწორების საშუალება გაქვთ. ამ კვირაში ამზადებთ შემდგომი წინსვლის საძირკველს. რომანტიზმი იმატებს თქვენში და ეს შეგიძლიათ საქმიანობაში კარგად გამოიყენოთ.

ლომი - აქტიური, ხელგაშლილი და ფინანსურად წარმატებული ხართ. წარმატების შანსი გაქვთ მაღალი, მათ შორის სასიყვარულო პარტნიორების მხრიდან. მათგან საინტერესო იდეები და თანადგომა გაქვთ. პირადი ურთიერთობისთვის შესანიშნავი დღეებია.

ქალწული - შეიძლება ადვილად გადაიღალოთ და გაცივდეთ, ამიტომ ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. შეიძლება ახლობლებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა და კონფლიქტებიც კი ვერ აირიდოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ. შემდეგი კვირიდან დადებითი პერსპექტივა გექნებათ.

სასწორი - ელეგანტური, დახვეწილი ხართ. სასიყვარულო ურთიერთობისა და რომანტიული თავგადასავლებისთვის საუკეთესო კვირაა. ძალიან დიდ დახმარებას იგრძნობთ ახლობლებისა და მეგობრებისგან. ყველა დონეზე წარმატებისა და ფინანსური წინსვლის საშუალება გაქვთ.

მორიელი - სოციალური სტატუსის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაქვთ, სასიკეთო ცვლილებები გაქვთ. შეიძლება ახალი ნაცნობები გაიჩინოთ. ძირითადი დრო დაუთმეთ ოჯახს და ახლობლებს.

მშვილდოსანი - საუკეთესო დროა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სტაბილურობა შემოდის წინა პლანზე თქვენს ცხოვრებაში. ეხლა იპოვით პარტნიორს, რომელიც ძალიან ერთგული იქნება.  ყოველ მხრივ წარმატებული ხართ.

თხის რქა - ზოგიერთმა ნათესავმა შესაძლოა გული აგიცრუოთ. ყველა სახის ფინანსური გარიგებები გეკრძალებათ. თუმცა ამ კვირაში გაქვთ უნარი საკუთარი მე წარმოაჩინოთ და საინტერესო ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია,.

მერწყული - თქვენი პრობლემაა სულსწრაფობა. გექნებათ საინტერესო შემოთავაზებები და არ აჩქარდეთ -„ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“. ინტუიციას დაეყრდენით, რათა არჩევანში არ შეცდეთ. მეგობრებიც თქვენს გვერდით იქნებიან. დინამიურად გაატარეთ ეს დრო, რაც წარმატების შესაძლებლობას გაგიჩენთ.

თევზები - ყველაზე რთულია ეს კვირა თქვენთვის. მართალია კატასტროფა არ გემუქრებათ, მაგრამ ნაკლებად იაქტიურეთ. ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ, სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება