TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტთა პროტესტის მიუხედავად, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე აპლიკანტთა 99% გამოცხადდა
06-02-2020
-
+


საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე აპლიკანტთა 99% გამოცხადდა - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდაზე 340-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.

გამოცდამდე კი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების აუცილებლობას რამდენიმე დღე აპროტესტებდნენ. აღნიშნული მიზეზით მათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კარვებიც კი დადგეს. თუმცა, უწყებამ სტუდენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ამოქმედდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტში სწავლობს, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუმცა გასულ წელს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციტივით, განათლების სამინისტრომ აღნიშნული წესი გააუქმა და სტუდენტებს მობილობის უფლება გამოცდის ჩაბარების გარეშე მისცა, გამონაკლისის დაშვების მიზეზად კი სტუდენტებისთვის გამოცდისთვის მოსამზადებელი დროის სიმცირე დასახელდა.

შედეგები ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: naec.ge.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება