სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებული ფილმის ჩვენება არ განიხილება - „ვნახავთ რამდენად შეესაბამება ფორმატს“
30-01-2020
-
+


მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეჟისორ ლევან გაბაძის მიერ „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებულ ფილმს მალე სკოლებში აჩვენებენ, არაზუსტია. როგორც ეროვნულ კინოცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, მათ არც ფილმის სკოლებში ჩვენების ინიციატივა ეკუთვნით და არც მსგავსი რეკომენდაცია გაუციათ.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რეჟისორსაც ვესაუბრეთ. ზოგადად სკოლებში კინოჩვენება, რომ იგეგმება ჯერ ნახულობენ ჩვენი მენეჯერები, შემდგომ რეკომენდაციას გასცემენ და შემდგომ გადაწყვეტილებას იღებენ სხვადსხვა ტიპის ექსპერტები. ამ ფილმთან  დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, როცა  ვნახეთ, რომ თურმე ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით უნდა მომხდარიყო ფილმის ჩვენება. ეს ინფორმაცია არაზუსტია“, - განგვიცხადეს ეროვნულ კინოცენტრში.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, საგანმანათლებლო პროექტის „კინო სკოლაში“ მენეჯერს თეა გაბიძაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულ ფილმის სკოლაში ჩვენების იდეა ცენტრს მხოლოდ გასულ კვირას მიაწოდეს და  ამ დრომდე არავითარი ტიპის მოლაპარაკებები არ არის დაწყებული.

„რეჟისორმა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს აჩვენა ფილმი და იკითხა შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ფილმი სკოლებში ეჩვენებინათ. სხვა ტიპის მოლაპარაკება ჩვენ არ გვქონია.

ზოგადად პროექტის ფარგლებში ირჩევა ისეთი ფილმები, რომელიც მისაღებია ბავშვებისთვის. ამ ფილმს უყურებენ კინოექსპერტები, განათლების სპეციალისტები და შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა ფილმები შეიძლება მოხვდეს პროექტში. ამ ფილმის ჩვენების იდეა კი წინა კვირას მოგვაწოდეს. ჩვენ  მივაწვდით სპეციალისტებს და ვნახავთ რამდენად შეესაბამება ფორმატს.

ზოგადად კი ვაჩვენებთ ისეთ ფილმებს, რომლებიც კინოკლასიკადაა მიჩნეული და მისი საგანმანათლებლო დატვირთვა აპროbირებულია საერთაშორისო სივრცეში“, - განაცხადა თეა გაბიძაშვილმა.

ცნობისთვის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით რეჟისორ ლევან გაბაძის მიერ „ლურჯ ვეშაპზე“ გადაღებულ 15 წუთიან მხატვრულ ფილმს აჩვენებდნენ, რომელიც სახიფათო ინტერნეტთამაშის შესახებ მოგვითხრობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება