სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სიმღერების კრებულს შეიტანენ
30-01-2020
-
+


უახლოეს მომავალში თბილისის ბაღებში მომუშავე მუსიკის პედაგოგებთან ორენოვანი სანოტო კრებულის სააღმზრდელო პროცესში გამოყენების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

როგორც ირკვევა, ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს შეტანას საბავშვო ბაღებში და ასევე ხელს შეუწყობს ბაღების სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სმენის დარღვევების მქონე ბავშვების სააღმზრდელო პროცესში ეფექტური ჩართვისა და განვითარებისთვის.

ორენოვანი სანოტო კრებულის, „ქართული სიმღერა-თამაშების“ პრეზენტაცია საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა. ეს პირველი კრებულია, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული და მასში შესული კომპოზიციების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი,საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია.

კრებულის ავტორი აცხადებს, როდესაც ჯგუფურ თერაპიაზეა საუბარი, ისეთ სიმღერებს წერს, რომ ყველა ბავშვისთვის იყოს მორგებული. ასე პატარები სიმღერ-სიმღერით სწავლობენ კვირის დღეების დასახელებას. „თუმცა ეს სიმღერები არ არის მხოლოდ სმენდარღვეული ან სხვა სსმ ბავშვებისთვის; ტიპური განვითარების მქონე ბავშვისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ცნობილია, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა, ტიპური განვითარების ბავშვებსაც ეხმარება თვითდამკვიდრებაში.

საქართველოში პირველად შეიქმნა მსგავსი სიმღერა-თამაშები და ეს განსაკუთრებული მოვლენაა“, - განაცხადა კრებულის ავტორმა, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება