სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და საფასური განისაზღვრა
30-01-2020
-
+


„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას.

ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა აკრედიტაციის სტანდარტები, ხარვეზის გამოსწორების ვადები, აკრედიტაციის პროცესის ეტაპები, აკრედიტაციის განცხადის განხილვისა და პროგრამების საფასური და ა.შ.

აკრედიტაციის სტანდარტებია:

  • საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
  • სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
  • მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
  • სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
  • სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

ხარვეზის გამოსწორების ვადა

  • ხარვეზის გამოსასწორებლად ცენტრის მიერ დადგენილი ვადა შეადგენს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღეს.
  • ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

აკრედიტაციის საფასურის ოდენობა

აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 200 ლარს.

აკრედიტაციის საფასური მოიცავს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს, აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, დამატებული ღირებულების გადასახადს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხასა და შესაბამის საპენსიო შენატანს.

საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 8.356 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 11.433 ლარს.

რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 12.138 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 15.215 ლარს.

რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 15.813 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 18.569 ლარს.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 5.650 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 8.112 ლარს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 6.830 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 9.292 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუმეტეს ათი კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი იქნება დეტალურ სფეროში არსებულ ერთი და იმავე სწავლის სფეროს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები (შემდეგი სახით დაჯგუფებული: ა) ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა; ბ) ბაკალავრიატი/მაგისტრატურა; გ) ბაკალავრიატი/დოქტორანტურა; დ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა), წარმოდგენილი თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული აკრედიტაციის საფასური მცირდება 10%-ით.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის საფასური შეადგენს:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში – 1.935 ლარს;

ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 2.345 ლარს;

გ) რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 3.254 ლარს;

დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 1731 ლარს;

ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – 1.901 ლარს.

სააპელაციო საჩივრის განხილვის დასაშვებობის საფასური შეადგენს 200 ლარს, ხოლო სააპელაციო საჩივრის განხილვის საფასური – 2777 ლარს.

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დაწესებულებებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების საფასური შეადგენს 480 ლარს.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.

იხილეთ ბრძანება სრულად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება