სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რატომ იტყუებიან მოსწავლეები? - ნაბიჯები, რაც მასწავლებლებმა ასეთ დროს უნდა გადადგან
01-02-2020
-
+


მოსწავლეების უმეტესობამ იცის, რომ გაკვეთილზე მოტყუება არასწორია, თუმცა ყველა მოსწავლე სკოლაში სწავლის განმავლობაში ეშმაკობას ერთხელ მაინც მიმართავს. რატომ იტყუებიან მოსწავლეები?

Etaloni.ge გთავაზობთ პასუხს ამ შეკითხვაზე და დაგეხმარებათ მოსწავლეთა ეშმაკობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

რატომ იტყუებიან მოსწავლეები?

„ყველა იტყუება“ - ეს არის ზოგადი პასუხი ანუ საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ გაკვეთილზე ეშმაკობა მისაღებია, რადგან ყველა იტყუება ხოლმე.

რა არის ამ დროს შესაძლო გამოსავალი?

მასწავლებლები ფხიზლად უნდა იყვნენ და ტყუილის ყველა ახალ ფორმას ამჩნევდნენ, განსაკუთრებით ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებულს. ამ დროს სმარტფონები და პლანშეტები ძლიერი იარაღებია. მოსწავლეები მათ საგაკვეთილო პროცესში უკეთესი შედეგების მისაღებად ხშირად იყენებენ.

მასწავლებლისთვის საუკეთესო გამოსავალია სწავლის პროცესი, თითოეული გაკვეთილი, საინტერესო იყოს და მოსწავლეები აიყოლიოს. სწავლების პროცესში ეპიცენტრი მოსწავლის ირგვლივ უნდა იყოს. პედაგოგმა კრიტიკული აზროვნება უნდა წაახალისოს, რუტინული და მოსაბეზრებელი სწავლების საწინააღმდეგოდ.

არსებობს გარკევული ნაბიჯები, რაც მასწავლებლებმა უნდა გადადგან:

  • შეეცადეთ მოსწავლეს თითოეული გაკვეთილის გაგებისა და სწავლის მნიშვნელობა დაანახოთ.
  • მოსწავლეებთან ნუ დაიწყებთ ახსნას რატომ არის მოტყუება ცუდი საქციელი. ამას ნუ გააკეთებთ ნურც პერსონალურად და ნურც კლასის წინაშე.
  • მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობა დაამყარეთ
  • „ტყუილის ფესვებს“ ნუ გამოიკვლევთ - მოსწავლეებს მიახვედრეთ, რომ მათ ეშმაკობას ხვდებით, მაგრამ ამაზე კეთილგონიერი, ზომიერი რეაქცია გაქვთ. დაანახეთ, რომ სიტუაციას აკონტროლებთ.


მასწავლებლებმა და მშობლებმა აუცილებელია მოსწავლეებს აუხსნან, რომ

  • მათ საკუთარი თავისადმიც არ ექნებათ პატივისცემის გრძნობა და ვერასდროს იქნებიან ამაყები, როდესაც ეცოდინებათ, რომ რაც მიიღეს, ყველაფერი სიცრუის შედეგი იყო.
  • მათ შეცდომაში შეჰყავთ ხალხი და აჩვენებენ, რომ იციან უფრო მეტი, ვიდრე რეალურად.
  • კარგავენ მასწავლებლის ნდობას და მეტიც, მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს შორის ნდობით ნაშენებ ურთიერთობასაც ანგრევენ.
  • უსამართლო არიან ყველა იმ მოსწავლის მიმართ, რომლებიც არ იტყუებიან.
  • ეს იქნება ცხოვრებაში სხვა დიდი ტყუილების საწყის, მათ შორის პერსონალურ ურთიერთობებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება