სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
06-01-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან და სკოლის დირექტორ ინგა მიქელაძესთან ერთად ტალავერის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოვრუზ აიბაზოვს და საკრებულოს წევრს, რახილ ფატულაევას, შეხვდნენ.

შეხვედრა სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეებმა პროექტის იდეა და სტრატეგიები მოწვეულ სტუმრებს გააცნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „პროექტი მიზნად ისახავდა „სააქტო დარბაზის ფუნქციონირებას სკოლაში“.

"სტუმრები მოხიბლულნი დარჩნენ მოსწავლეთა აქტიურობითა და ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში. სტუმრების შეკითხვაზე, თუ რაში ხედავდნენ შედეგების მდგრადობას, მოსწავლეებმა არგუმენტირებულად დაუსაბუთეს, რომ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ბენეფიციარი იქნებოდა მთელი სასკოლო საზოგადოება, შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ რეალიზებას.

მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს ადვოკატირების ფარგლებში დახმარება სთხოვეს, ხელმოწერები აჩვენეს გენდერული კუთხით თემის ქალთა საზოგადოებისგან. ბატონ ნოვრუზ აიბაზოვმა და რახილ ფატულაევამ თანამშრომლობა შესთავაზეს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან", - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სტუმრები კონსენსუსამდე მივიდნენ. გადაწყდა, რომ 2020 წლის დასაწყისში მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვევიან.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება