| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლაში ზეიმით აღინიშნა 2020 წლის მოახლოება. სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე. ისინი ხალისით ემზადებოდნენ დღესასწაულისთვის, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივად ამზადებდნენ რესურსებს დარბაზის მოსართავად.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“, ბავშვებმა განასახიერეს ზღაპრის გმირები: ფიფქია, ფერია, ელფები...
„ბოროტმა გამტაცებლებმა თოვლის ბაბუა გაიტაცეს, ბავშვები დიდი მონდომებით ცდილობდნენ დახმარებოდნენ ერთმანეთს თოვლის ბაბუის მოძებნაში, ერთმანეთს ეცვლებოდნენ ლექსების თქმასა და სიმღერების შესრულებაში, რათა ბოროტი გამტაცებლების გული მოეგოთ. ბავშვების მცდელობამ შედეგი გამოიღო, თოვლის ბაბუა დაიხსნეს და დაპირებული საჩუქრებიც მიიღეს.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა. თოვლის ბაბუამ მოწვეულ სტუმრებსაც გადასცა საახალწლო საჩუქრები, დალოცვითა და კეთილი სურვილებით ბავშვებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად