სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

700-ზე მეტი ვაკანსია - ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალი 25 ივნისს გაიმართება
15-06-2017
-
+


JOB fest არის ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი დამსაქმებელი და 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

Job Fest მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-ზე დამსაქმებელი 700-ზე მეტი ვაკანსიით.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველი ახალგაზრდები უნდა დარეგისტრირდნენ www.jobfest.ge -ზე ან www.ssa.gov.ge-ზე Worknet-ის ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზე.

ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00 -17:00 სთ).

რეგისტრაციის ბოლოს ახალგაზრდები მიიღებენ ფესტივალზე შესასვლელ ელექტრონულ ბარათს, რომელსაც წარადგენენ ფესტივალის სივრცეში შესვლისას ელექტრონული ან ამობეჭდილი სახით.  

ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადნენ JOB fest-ის ბარათით, პირადობის მოწმობით და პირადი რეზიუმეთი (რამოდენიმე ეგზემპლიარით).

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ტარდება ქ.თბილისში, 2017 წლის 25 ივნისს, 13:00-17:00 სთ; მის: ქ.თბილისი, ვაკის პარკი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება