სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაოს საჯარო სკოლაში ვიქტორინა კონკურსი - „მცოდნენო ერთად!“ ჩატარდა
27-12-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში ფიზიკაში ვიქტორინა კონკურსი „მცოდნენო ერთად!“ ჩატარდა.

ინტელექტუალური ასპარეზობაში სკოლის მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენელის თქმით, კონკურსის მიზანი მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო.

კონკურსში ორი გუნდი ასპარეზობდა, რომელსაც გუნდის კაპიტნებმა სოფლის ტოპონიმების სახელები შეურჩიეს.
გუნდი „კოტაჯვარი“- კაპიტანი- ინეზა ცეცხლაძე.
გუნდი „კაპარჭვანი“- კაპიტანი- აჩიკო აბულაძე.
ვიქტორინა ორი რაუნდისაგან შედგებოდა, რომელშიც 3-3 საკითხი იყო.
პირველი რაუნდი
1. ფიზიკა ასოციაცია
( მონაწილეობდა თითო მოსწავლე)
2. ბრძნული აზრები და მათი ავტორები.
3. იცით თუ არა, რომ...

მეორე რაუნდი
1. უცხო სიტყვათა ტერმინები.
2. კითხვა-პასუხი.
3. ნიუტონი, აინშტაინი, არქიმედე და ფრანკლინი.
მეცნიერები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ფიზიკის განვითარების ისტორიაში.

სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, ინტელექტუალურ ასპარეზობაში მონაწილე გუნდებს ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ: მათემატიკის მასწავლებლები ნინო ბერიძე და რაულ ცეცხლაძე, ასევე დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარგალიტა შაინიძე. „ჟიურის წევრები მონაწილე მოსწავლეებს ამხნევებდნენ და ობიექტურად აფასებდნენ. დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები, რომელიც ანა კალანდაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ გუნდის კაპიტნები. სკოლის დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ მზია შავაძეს.

ორივე გუნდის აქტიური მონაწილეები კი თვითონ მოსწავლეებმა შეარჩიეს. ვასწავლოთ სხვისი მიღწეული წარმატებით გულიანი გახარება. თანაბარი იყო მათ მიერ მიღწეული შედეგები, რომლის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. გარეთ დეკემბრის სუსხი უბერავდა, ჩვენ კი ერთმანეთის სიყვარულით ვთბებოდით!“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება