სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
26-12-2019
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის აკაკი ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

„უჩვეულო ფუსფუსი შეიმჩნეოდა ქუტირის საჯარო სკოლის მე-3 კლასში. მოსწავლეები, მშობლები და კლასის ხელმძღვანელი სააქტო დარბაზს რთავდნენ, რომ სტუმრებისთვის საზეიმო განწყობა შეექმნათ. ისინი სოციალური პროექტი „ახალი წლის ზეიმი მე-3 კლასში“ ჩასატარებლად ემზადებოდნენ. მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ელისო გედენიძე ძალიან ღელავდნენ, მაგრამ ზეიმი დაიწყო თუ არა, ყველაფერმა გაიარა და თვალხატულა გოგო-ბიჭები სტუმრების წინაშე მორთულ-მოკაზმულები თვალებანთებულები წარსდგნენ. მათ 45 წუთის განმავლობაში შეძლეს დაეტკბოთ მაყურებელი. მალე მათ ზეიმს შეუერთდა თოვლის ბაბუა, რომელმაც დალოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მესამეკლასელთა ზეიმს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ჯულიეტა ქობალია და რესურსცენტრის იურისტი, თათია თარაშვილი, დაესწრნენ.

მესამე კლასელებს დამდეგი ახალი წელი ჯულიეტა ქობალიამ და სკოლის დირექტორმა, ზურაბ თოდუამ,  მიულოცეს. დირექტორმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მშობლებს, მუსიკის მასწავლებელ მანანა უგრხელიძეს, კლასის ხელმძღვანელ ელისო გედენიძეს კი განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთელი წლის განმავლობაში მან  წარმატებით მრავალი პროექტი განახორციელა.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება