სიახლეები
სამასწავლებლო

„საამაყოა, როდესაც მთელი ქვეყანა იგებს, როგორ ცხოვრობს ჩვენი სკოლა, როგორ ვაქტიურობთ და როგორ ვვითარდებით“
29-12-2019
-
+


სკოლებს შორის თანამშრომლობა, მოსწავლეების დამეგობრება და ერთობლივ პროექტებში მათი ჩართვა მიაჩნიათ ჩვენს რესპონდენტებს Etaloni.ge- ერთ-ერთ დამსახურებად. და მართლაც, საამაყოა, სკოლის პოპულარიზაციის, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და მათი წინსვლის საქმეში ერთი აგურის დადება თუ შევძელით. როგორ შევუწყვეთ სკოლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ხელი, როგორ ჩავრთეთ უფროსკლასელები სასკოლო ცხოვრებაში და ზოგადად, როგორ აფასებენ საჯარო სკოლების დირექტორები Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას, რომელიც უკვე წლებს ითვლის, ამას კომენტარებიდან შეიტყობთ.

მარინე ბაინდურაშვილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი:

- 2019 წელს ჩვენი სკოლა სიახლეებით აცილებს: შვიდი ახალი მასწავლებელი დაგვემატა, სასწავლო პროცესი აქტიურად მიდის, აღფრთოვანებული ვარ მე-9 და მე-10 კლასელების ერთობლივი ღონისძიებით, სკოლაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აკადემიური ხარისხი, თანამშრომელთა აქტივობა და კათედრების მუშაობა, რაც დიდი პრობლემა და აქილევსის ქუსლი იყო ჩვენთვის. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი წვლილი „ეტალონთან“ თანამშრომლობას მიუძღვის.  სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთნენ, მშობლებიც კმაყოფილები არიან და დიდი სურვილი გვაქვს, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს. მით უმეტეს, მისასალმებელია, სკოლის ყოველი აქტივობა Etaloni.ge-ზე რომ ქვეყნდება.

მე-9 და მე-10 კლასელთა ერთობლივი ღონისძიება ტყუილად არ მიხსენებია, ბავშვებს შორის ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაც Etaloni.ge-ს დამსახურებაა. ჩვენ  თანამშრომლობამდე მაღალი კლასების მოსწავლეები პასიურობდნენ, ამ ორ თვეში კი ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი; ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი მოსწავლე ნინი ბაინდურაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა და მისი წარმატება დამატებითი მოტივაციაა თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობა „ეტალონს“ თანამშრომლობისთვის - მე სხვა არაფერი მეთქმის.

რიტა ჩანტლაძე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- „ეტალონთან“ მეორე წელია ვთანამშრომლობთ და ამ ურთიერთობას, დადებითის მეტი, ჩვენი სკოლისთვის არაფერი მოუტანია. იმატა მოსწავლეთა ჩართულობამ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში. მშობლებიც მუდმივად ინტერესდებიან სკოლის სიახლეებით, რომელიც ოპერატიულად ქვეყნდება Etaloni.ge-ზე და ამ ყველაფერმა ერთად, ხელი შეუწყო მოტივაციის ამაღლებას. მხოლოდ ის რად ღირს - სკოლა თავს აცნობს მთელ ქვეყანას, ყველა ხედავს, რა კეთდება ჩვენთან და ასევე ჩვენც ვიცით, რა სიახლეებია განათლების სფეროში. ასეთი ურთიერთობები მხოლოდ დადებითად აისახება მასწავლებელზეც, მოსწავლეზეც და მშობელზეც.

ნინო კომლაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ მეორე წელია ვთანამშრომლობთ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოსწავლეების ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში უმნიშვნელოვანესია.  პირველ რიგში, იზრდება მათი ცნობიერება, Etaloni.ge-ს დამსახურებით კი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სურვილი უჩნდებათ. ასეთ დროს, მოსწავლეცა და პედაგოგიც, სკოლაში განვითარებულ მოვლენებს გვერდიდან კი არ აკვირდება, უშუალოდ მონაწილეობს და სწორედ აქტიურობასა და ჩართულობაზეა დამოკიდებული სკოლის სამომავლო წარმატებაც. ყოველმა ჩვენგანმა იცის, Etaloni.ge-ს არც ერთი ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება.

 მანანა ბახტურიძე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

- 2019 წელი სრულდება და უკვე თამამად შემიძლია თქმა - სკოლა აქტიურადაა ჩართული თითქმის ყველა პროექტში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერაა ინიცირებული თუ მხარდაჭერილი. პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართულები, მასწავლებლები ტრენინგებს გადიან და თანდათან ინერგება კლასებში ისეთი სწავლება, როგორსაც ეს მოდელი ითვალისწინებს. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ამ მიდგომებს აუცილებლად ექნება გაგრძელება და ბავშვებიც სიამოვნებით მონაწილეობენ, რადგან ვერც კი ხვდებიან, ისე „შემოესწავლებათ“ ხოლმე გაკვეთილი.

ზოგადად, სკოლაში არაფორმალურ განათლებას ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას, რადგან პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარია, მან შეძლოს,  ცოდნის, განათლების, უნარების კარგად რეალიზება სამომავლო ცხოვრებაში;  ამ ყველაფერს კი „ეტალონი“დიდად უწყობს ხელს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Etaloni.ge სკოლის სიახლეებს აქტიურად აქვეყნებს. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან კომფორტულია.

საიტს იმდენად ბევრი მნახველი ჰყავს, რომ საკუთარი თავის გაპიარების, საკუთარი საქმეებისა თუ მიღწევების გამომზეურების საშუალება გვაქვს. გარდა ამისა, ვაკვირდებით სხვა სკოლების საქმიანობას, ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას - Etaloni.ge, ესაა ძალიან კომფორტული სივრცე და სანამ ვიქნებით, სანამ ვიარსებებთ, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. „ეტალონის“  მჭიდროდ შეკრულ გუნდს კი ვუსურვებ დიდ წარმატებას და მიმაჩნია, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო სწორედ გუნდურობაა.

ციცინო მუსელიანი - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც კი „ეტალონი“ სკოლებზე გავიდა, იმ დღიდან ჩართულები ვართ პროექტში და ეს ურთიერთობა მხოლოდ დადებითად აისახება სკოლის ცხოვრებაზე. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. „ეტალონმა“ შეკრა წრედი - ოჯახი-ბავშვი-სკოლა და ვფიქრობ, ეს პროექტის უდიდესი მიღწევაა, მე კი წარმატებები მინდა გისურვოთ, ამ დიდ საქმეში.

გიული ლობჟანიძე -  დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს პროექტი წამოიწყო და ასეთი მასშტაბური გახადა. სწორედ Etaloni.ge-ს დამსახურებაა, სკოლები ერთმანეთის შესახებ ინფორმაციებს რომ ვიგებთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციები გვეხმარება, ვიყოთ საქმის კურსში, რა სიახლეები აქვს განათლების სამინისტროს და ზოგადად, როგორ ვითარდება განათლების სფერო. ესაა სკოლების, კონკრეტულად, მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული პროექტი. მე კი, როგორც სკოლის წარმომადგენელი, მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და დარწმუნებული ვარ, უფრო მრავალფეროვანი გახდება. საამაყოა, როდესაც  მთელი ქვეყანა იგებს, როგორ ცხოვრობს ჩვენი სკოლა, როგორ ვაქტიურობთ და როგორ ვვითარდებით.

ლალი ალელიშვილი - დაბა ასპინძის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- 2019 წელი ასპინძის საჯარო სკოლისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო; გვქონდა სოციალური პროექტები, მასწავლებლებიც ჩართულები იყვნენ და ვმონაწილეობდით ყველა მიმართულებით, რასაც კი სკოლის პროფილი შეესაბამებოდა და ეს ჩართულობა, „ეტალონთან“ თანამშრომლობასაც მოიაზრებს, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება.

Etaloni.ge კი დამატებითი მოტივატორია თითოეული ჩვენგანისთვის. მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, სკოლები ვეცნობით სიახლეებს, მშობლები ხედავენ მათი შვილების შრომის შედეგს... და რაც მთავარია,ეს ინფორმაციები არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი. სწორედ ობიექტურობა განაპირობებს Etaloni.ge-ს წარმატებას.

ლეილა ქოჩორაშვილი - ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ დაახლოებთ სამი წელია ვთანამშრომლობთ და შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი ბავშვებს შორის კომუნიკაციას, მათ ზოგად განათლებას, თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. „ეტალონი“ ბავშვებს ინტერესსა და სურვილს უღვივებს, იყვნენ სხვებზე უკეთესები, გაითვალისწინონ თანატოლების რჩევები, იმეგობრონ და ერთმანეთს წინსვლაში დაეხმარონ.  პროექტში მონაწილება ძალიან შედეგიანია და ხელს უწყობს მშობლის ჩართულობას. Etaloni.ge-ს საშუალებით მხოლოდ ჩვენი სკოლის სიახლეებს კი არა, ზოგადად, განათლების სფეროს ინფორმაციებს ვეცნობით. ვიზიარებთ სხვა სკოლების გამოცდილებას და არის პროექტები, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს -  ჩვენი და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, ერთობლივი ღონისძიება ჩაეტარებინათ და ამ ფონზე, თამამად ვიტყვი - Etaloni.ge-მ ხელის შეუწყო სკოლებს შორის თანამშრომლობას.

ნანული მეტრეველი - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“  წლებია ვმეგობრობთ და ამ ურთიერთობას, ჩვენთვის, დადებითის მეტი, არაფერი მოუტანია, რაც მთავარია ბავშვებს აქვთ მოტივაცია და დაინტერესებულები არიან, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. Etaloni.ge-ს საშუალებით მოსწავლისთვის სკოლა მხოლოდ გაკვეთილზე დასწრება არაა, ბავშვები ჩართულები არიან სხვადასხვა ღონისძიებაში და იციან, რომ მათი არც ერთი აქტივობა, Etaloni.ge-ს ყურადღების მიღმა არ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაინც მოვახერხეთ, რომ არაფორმალური განათლების პროექტების დანერგვა ჩვენ სკოლაში და ეს, როგორც დირექტორს, ძალიან მახარებს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება