სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გერმანიის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს
19-12-2019
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გერმანიის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლე ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლისადმი ინტერესით და პასუხისმგებლობით.

„2013 წელი - ეს ის დროა, როდესაც CAT-ის გამოცდებით მოწმდებოდა ცოდნა და მოსწავლეებისაგან თითქმის ყველა საგანში „უგულო“ და „უნერვო“ კომპიუტერები დაჟინებით ითხოვდნენ ზუსტ და სწორ პასუხებს უმოკლეს დროში.

სკოლის კედლები აღტაცების ტალღებს ძლივს უმკლავდებოდა, სიხარულის ექო სკოლიდან მთელ ქალაქში ვრცელდებოდა და თითქმის ყველამ იცოდა რამდენი 10 დაიწერა იმ დღეს სკოლაში...

ეს ის დროა, როდესაც სკოლას ამთავრებდა ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო - სალომე ლეშკაშელი, ოქროს მედლის კანდიდატი. წლების შემდეგ ის სიამაყით იტყვის, რომ სწავლობდა თელავის მე-9 „გერმანულ სკოლაში“ და იქ შეიძინა ის უნარები და ცოდნა, რომელიც ასე გამოადგა შემდეგ ილიაუნის ინგლისურენოვან ბიზნეს კოლაში სწავლისას, შემდეგ ლიბერთის ბანკში ტრენერად მუშაობისას, და ახლა კი - გერმანიის უნივერისიტეტის მაგისტრატურაზე სწავლისას იყენებს.

საერთაშორისო პროდუქტებისა და სერვისის მენეჯმენტი - აი, ესაა მისი სამაგისტრო კურსის სახელწოდება. როგორც მაგისტრი - გამოირჩევა სწავლისადმი უზომო ინტერესით, მოწადინებით, შრომით, პასუხისმგებლობით... პრაგმატულ გერმანელებს მისი ეს თვისება და უნარები უყურადღებოდ არ დარჩენიათ და სამსახურიც შესთავაზეს. კვირაში 15 სთ WIRTSCHAFT- ის ტექნოპარკში იქნება დასაქმებული. წინ დიდი გეგმები აქვს, რომლისკენაც მიზანდასახული სწორი ნაბიჯებით მიდის, ჩვენ კი შორიდან ვადევნებთ თვალს და სიამაყით ვითვლით მის წარმატებებს. სულ წინ და წინ იარე ჩვენო ლამაზო, თბილო, კარგო და ნიჭიერო.

სკოლას უყვარხარ და ეამაყები!“ - ნათქვამია დირექციის  განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება