| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადაზე ფრენბურთში პირველი ადგილი მოიპოვა. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები წარმატებას სპორტის სხვა მიმართულებითაც აღწევენ.
„დირბში ჩატარდა ფრონის ხეობის პირველობა ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებში, სადაც ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
გორში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტულ დარბაზში გამართულ რეგიონალური კალათბურთის ღია ტურნირში აგარა-ფცის გაერთიანებულმა გოგონათა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდის წევრები სწავლითაც გამოირჩეულები არიან ყველა საგანში. წარმატებებს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ მათ!“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
ფცის საჯარო სკოლაში ორი წელია, ფუნქციონირებს სასპორტო კლუბი „ფციულა“, სადაც VIII, IX და X კლასების მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული.
სკოლასთან არსებობს გოგონათა კალათბურთის, ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის გუნდი. ამ გუნდის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ყველა სასკოლო, რაიონულ თუ რეგიონალურ ღონისძიებებში და დიდ წარმატებებსაც აღწევენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა