სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სალონი - „არილი“ გაიხსნა
16-12-2019
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული სალონი - „არილი“ გაიხსნა.

სალონი საზეიმოდ სკოლის იძულებით გადაადგილებულმა მშობლებმა, ირინა სილაგავამ და აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის გმირის, სოსო ადამიას, მეუღლე ნატალია ძიძაძემ გახსნეს.

სალონი ღიაა ყველა მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლისთვის, ვისაც ღონისძიების დაგეგმვა სურს.

გახსნის დღეს  სალონში ღონისძიება - „შენ უკვდავების ხარ ბინადარი“ ჩატარდა, რომელიც აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრს, სოსო ადამიას, მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ოჯახის წევრები, მეუღლე, ნატალია ძიძაძე, ქალიშვილი ნინო ადამია და შვილიშვილი, წყალტუბოს N4 სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე, ლევან ელბაქიძე, იყვნენ მიწვეულები.

ღონისძიებას,რომელიც სკოლის ისტორიის პედაგოგმა, მაია ქობულიამ, მოამზადა და წაიყვანა, მერიის მუნიციპალიტეტის მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტები, მაია ჯანელიძე და ანასტასია დოლაბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ზაირა კოპალიანი, საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერი, დარეჯან ფაილოძე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, მარინა აბჟანდაძე, სკოლის მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სოსო ადამიას, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერის და მეცნიერის, ცხოვრების გზა წარმოადგინეს. მოსწავლეებმა იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. სიმფონიური ნაწარმოები ვიოლინოზე კი მე-10 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძემ შეასრულა.

„ახლადგარემონტებულ ბიბლიოთეკაში მყუდრო და თბილი ატმოსფეროა, რომელსაც ამშვენებს ილუსტრირებული ახალი წიგნები“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება