სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

8 რამ უფროსი თაობის სკოლიდან, რომელთა დანიშნულება დღევანდელმა მოსწავლეებმა არც კი იციან - „დადექი კუთხეში“, შაბათობა, კალკა...
20-01-2020
-
+


თანამედროვე სკოლებში ამ ნივთებს ვერ შეხვდებით. დღევანდელმა მოსწავლეებმა კი ხშირ შემთხვევაში მათი დანიშნულება არც კი იციან.

კალკა

მაშინ როცა კომპიუტერი, პრინტერი და ქსეროქსი არ არსებობდა, ბავშვები, ასლს, დიდი მოთმინებით, ასლის გადამყვანი ქაღალდის დახმარებით აკეთებდნენ.

ხის გამოსათვლელი



ის დიდი პოპულარობით საეგებლობდა. მისი დახმარებით მოსწავლეები დათვლას, შეკრება-გამოკებას სწავლობდნენ. დღეს მათ, იშვიათად სკოლამდელ დაწესებულებებში თუ შეხვდებით.

ხის დაფა და ცარცი

მოსწავლეები ხის დაფაზე ცარცით წერდნენ, მასწავლებლის დავალებით კი ერთ-ერთი მოსწავლე დაფას სველი ქსოვილით ასუფთავებდა. ხანდახან წყობიდან გამოსული პედაგოგები ცარცს მოსწავლეებს თავშიც კი ესროდნენ.

„დადექი კუთხეში“

ძველ დროში ამ პრაქტიკას საბავშვო ბაღებშიც კი იყენებდნენ. დასჯილი უნდა მდგარიყო სახით კედელთან და გაკვეთილის ბოლომდე ნაგვის ყუთი განესახიერებინა. კუთხეში დგომა - უკეთესი ალტერნატივა იყო, ვიდრე მშობლების სკოლაში დაბარება.

„გაეთრიე კლასიდან“

კლასიდან გაგდების შემდეგ ხანდახან მოსწავლეებს შემდეგ გაკვეთილებზეც არ უშვებდნენ. მოსწავლეები მასწავლებლებს ეხვეწებოდნენ, რომ გაკვეთილზე შესვლის ნებართვა მიეღოთ, რადგან წესრიგის დამრღვევი მოსწავლე შესაძლოა დირექტორს დაეჭირა და სკოლაში მშობლები გამოეძახა.

„სად არის ყელსახვევი“

საუბარი ეხება წითელ ყელსახვევს, რომლის გაუკეთებლობა იკრძალებოდა.



შაბათობა

უქმე დღეს მოსწავლეები დილიდან იკრიბებოდნენ და სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ. თანამედროვე სკოლის მოსწავლეები ამ ნებაყოფლობით აქტივობას დღეს დასუფთავების აქციას ეძახიან.

ბაბთები და სასკოლო ფორმა

ბაბთები, მუქი ფერის კაბა, თეთრი ან შავი წინსაფარი, კოლგოტი და ფეხსაცმელი, სკოლის ტანსაცმელს წარმოადგენდა. მას ბავშვები მუდმივად ატარებდნენ: შემოდგომით, ზამთარში და გაზაფხულზე. ამ ტანსაცმელში სციოდათ ზამთარში და სცხელოდათ გაზაფხულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება