სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ მინდა ყალბი ილუზიები შევქმნა“ - მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის დონეს უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი აფასებს
12-12-2019
-
+


„არ მინდა ყალბი ილუზიები შევქმნა, ინგლისურის სწავლება ჩვენთან არ დგას სათანადო დონეზე“, - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე და აცხადებს, რომ ინგლისური ენა მაღალ დონეზე იმ მოსწავლეებმა იციან, რომელთა ოჯახებსაც შეუძლიათ შვილებს სკოლის გარეთ დამატებითი განათლება მისცენ.

რუსუდან ტყემალაძის თქმით, უცხოური ენების ცოდნის დაბალი დონის მიუხედავად აბიტურიენტების უმრავლესობას ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა არ უჭირს.

„ბოლო საერთაშორისო კვლევამაც ცხადყო, რომ ინგლისურ ენაში მოსწავლეთა ცოდნის დონე სახარბიელო არ არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მოქმედებს ის რომ გამსვლელი ბარიერი არის ძალიან დაბალი - 20% . აბიტურიენტი შეიძლება ძალიან სუსტად ფლობდეს ენას, მაგრამ ბარიერი მაინც გადალახოს. ასეთი უცნაური სურათი ისახება, სტატისტიკური ანალიზის შედეგებით.

აბიტურიენტთა 7-8% არის, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ ინგლისურს, თუმცა არის უფრო მეტია იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც ლახავენ ზღვარს, მაგრამ მათი დონე ძალიან დაბალია.

არ მინდა ყალბი ილუზიები შევქმნა, ინგლისურის სწავლება არ დგას ჩვენთან სათანადო დონეზე. სასურველია სკოლებში გაუმჯობესდეს ცოდნის დონე. ჩვენ ფონს გავდივართ გამოკვეთილად კარგი მოსწავლეებითა და აბიტურიენტებით, რომლებიც ან კერძო სკოლებში ემზადებიან, ან მშობლებს აქვთ საშუალება საზღვარგარეთ გაუშვან. ეს ოჯახები ისეთ სოციალური წრის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთ შვილებს უცხო ენა კარგად შეასწავლონ“, - განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება