სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატვის კონკურსში წარმატება მოიპოვა
12-12-2019
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ინიცირებულ ხატვის კონკურსში მონაწილეობდნენ.

„კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯორჯიან მანგანეზის მიერ ინიცირებულ ხატვის კონკურსში. სადაც გაიმარჯვა მესამე კლასის მოსწავლე ნია  მოდებაძემ, სკოლა ულოცავს ნიას ამ წარმატებას! გვიყვარხარ!“ - ნათქვამია სკოლის განცხადებაში. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, ჭიათურაში და ზესტაფონში ხატვის კონკურსები გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა ორივე რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსანტებს შორის კომპეტენტურმა ჟიურიმ 13 საუკეთესო ნახატის ავტორი გამოავლინა.

ორივე რეგიონში გამარჯვებული მოზარდების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ 2020 წლის კალენდარზე იქნება წარმოდგენილი.

25 დეკემბრამდე „ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში“ ჭიათურის და ზესტაფონის რეგიონებიდან გამარჯვებული მოზარდის ნახატების გამოფენა მოეწყობა, ხოლო „მხატვართა კავშირის“ წევრები მათგან ერთ საუკეთესოს გამოავლენენ. საუკეთესო ნახატის ავტორი საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში გაემგზავრება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება