სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში თანასწორობის კუთხე გაიხსნა
11-12-2019
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის „ევროკავშირი საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით 16-დღიანი კამპანია დაიწყო.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. მან თანასწორობის კუთხე გახსნა, სადაც თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის გამოცემების ბიბლიოთეკა მოეწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ფოტოგრაფ დინა ოგანოვას​ ორი ფოტოპროექტის - „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისათვის“ გამოფენა გაიხსნა.

ასევე, მოეწყო ქალაქ ახალქალაქის LAG-ის სივრცითი ხატვის კურსის წარმატებით კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენა და შემდეგ მათი სერტიფიკატებით დაჯილდოება. „სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ დაჯილდოებულთა შორის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე თამარ მელიქიძეც გახლდათ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება