სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარეთის საჯარო სკოლამ პროექტისთვის - „მულტიკულტურული საქართველო“ დაფინანსება მოიპოვა
11-12-2019
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, ბარეთის საჯარო სკოლამ, რომელიც ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებული „არაფორმალური განათლების საზაფხულო ბანაკის“ ბენეფიციარია,  პროექტისთვის - „მულტიკულტურული საქართველო“ დაფინანსება მოიპოვა.

როგორც სკოლაში აცხადებენ, პროექტის დაგეგმვა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ მოსწავლეებსა და თემის წარმომადგენლებს შორის ხშირმა კონფლიქტურმა სიტუაციებმა და მოსწავლეთა ინტერკულტურულ განათლებაზე ამ კონფლიქტების უარყოფითმა გავლენამ განაპირობა.

პროექტის მიზანი სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტობის განვითარება და დისკრიმინაციის აღმოფხვრაა.

ბარეთის საჯარო სკოლამ პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სკოლის ბაზაზე, შედგა სამუშაო გეგმის გაცნობა, განაწილდა ფუნქცია-მოვალეობები, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და დაიგეგმა ვიზიტი აზერბაიჯანულ სკოლაში.

სკოლამ დაფინანსება სასკოლო ინიციატივების წახალისების ფარგლებში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიიღო.

ევროპის აკადემიური ცენტრის ადმინისტრაცია სკოლას წარმატებას ულოცავს.

პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ორგანიზატორი ევროპის აკადემიური ცენტრია.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება