სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
11-12-2019
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული: გამომსვლელებმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის შესახებ ისაუბრეს  და აღნიშნეს, რომ თანამედროვე საზოგადოებისთვის კვლავ აქტუალურად რჩება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საკითხი.

მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიანა ქანდაურიშვილმა, დამსწრეებს ფონდში დაცული დოკუმენტები აჩვენა. განსაკუთრებული ყურადღება  მან ილია ჭავჭავაძისა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელთა საქმიანობაზე გაამახვილა და ისაუბრა ცენზურაზე, რომლითაც მეფის რუსეთის მოხელეები თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობდნენ.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მე-9 ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თამარ ფეიქრიშვილთან, ერთად ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ“ განიხილეს, დისკუსია გამართეს და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ტექსტის მიხედვით არგუმენტირებულად ისაუბრეს.

„ღონისძიების დასასრულს გამოიკვეთა აზრი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია მთავარი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს თითოეული ქვეყნისთვის და ეს პრინციპები განუხრელად უნდა იყოს დაცული“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება