სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე საინფორმაციო სახის ღონისძიება ჩატარდა
11-12-2019
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე საინფორმაციო ტიპის ღონისძიება - „ერთად ვებრძოლოთ ბულინგს“ ჩატარდა.

ღონისძიებას სკოლის XII კლასის მოსწავლეები და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, თინათინ ლარცულიანი უძღვებოდნენ და მას სკოლის დირექტორი, ლიანა პილტოიანი, მოადგილე, მასწავლებლები და V-XII კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, ნახეს და განიხილეს თემასთან დაკავშირებული მოკლე ფილმებიც.

„აღნიშნულმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. სკოლის ყველა მოსწავლე, ერთხმად თანხმდება, რომ ბულინგი არის დანაშაული და ბულერი არის დამნაშავე. დაიცავი საკუთარი თავი და შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება