ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია.
ქართული ენის მასწავლებლის, ჯული შირინიანის, ინიციატივით მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან, სწავლობენ ლექსებს საქართველოზე, ცდილობენ, ღონისძიება იყოს საინტერესო და საზეიმო განწყობა დიდხანს გაგრძელდეს.
მოსწავლეები საახალწლო კედლის გაზეთის გაფორმებაზეც მუშაობენ.
ასევე, მათ საზეიმოდ მორთეს საკლასო ოთახი, რაც, სკოლის ინფორმაციით, „კრეატიულ განწყობილებას ქმნის“.