სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვით კლუბს შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ
10-12-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვით კლუბს შვედეთის საელჩოს, „ევროპის ფონდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის ახალგაზრდული იდეის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს სათბური, რომელიც მოსწავლეებმა „ევროპის ფონდის“ დაფინანსებით  სკოლის ტერიტორიაზე გამართეს.

„სტუმრები დაინტერესდნენ, თუ როგორ გაჩნდა მეწარმეობის პროექტს დაწერის იდეა, ვისთან ითანამშრომლეს მოსწავლეებმა, როგორ მოიზიდეს დამატებითი სახსრები, როგორ გაუმკლავდნენ სიძნელეებს, როგორ დათესეს, დარგეს, როგორ და ვისი დახმარებით ყიდიან პროდუქციას, რას გეგმავს კლუბი სამომავლოდ, სად და რისთვის დაიხარჯება მიღებული თანხა, წელიწადში რამდენი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი და სხვა.

მოსწავლეებმა სტუმრებს მიაწოდეს  ამომწურავი ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ყველა სიძნელე, რაც მათ პროექტის განხორციელებისას შეხვდათ, თემის დახმარებით გადალახეს.

შვედეთის ელჩი საქართელოში, შვედეთის საელჩოს თანამშრომლები გაოცებული დარჩნენ მოსწავლეების საქმიანობებით და გარემოსდაცვითი კლუბი საელჩოში დაპატიჟეს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-17 (თანამშრომლობა ) მიზანს.

სკოლა პროექტებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება